
ცხვირიდან გამონადენი, ხველა, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ყელის ტკივილი- ეს არის ყველაზე გავრცელებული ყელის, ცხვირის და ყურის დაავადებები, რომლის მკურნალობაშიც ჩართულია ექიმი- ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი (ოტორინოლარინგოლოგი). ეს ერთი შეხედვით უწყინარი დაავადებები მოითხოვენ სერიოზულ მკურნალობას, რადგან მათი უყურადღებოდ დატოვებით შეიძლება განვითარდეს სერიოზული გართულებები და ზიანი მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას.
თქვენ უნდა მიმართოთ ოტორინოლარინგოლოგს შემდეგი სიმპტომების გაჩენისთანავე :
- მუდმივი სურდო;
- ტკივილი ან შუილის შეგრძნება ყურებში;
- ანგინა;
- ხმის ჩახლეჩა;
- თავბრუსხვევა და მუდმივი თავის ტკივილი.
აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს სხვადასხვა მძიმე დაავადებების ნიშანი, ამიტომ აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს.