
გთავაზობთ სპეციალურ მეთოდებს , რომლის საშუალებითაც სამუდამოდ დაივიწყებთ და გაათავისუფლებთ თქვენს საკვებს ზედმეტი შაქრისგან.
1 ეტაპი - დაგეგმარება.
ახალი შემადგენლობის საკვებზე უნდა გადახვიდეთ თანდათან, რადგან სხეული შეეგუოს ცვლილებებს. ამ ეტაპზე თქვენ უნდა დაიჯეროთ, რომ ამას აუცილებლად შეძლებთ და გააკეთოთ ყველაფერი გეგმიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ.
2 ეტაპი - მოიძიეთ თქვენს საკვებში შაქრის ძირითადი წყარო.
დაფიქრდით რა შეადგენს თქვენი საკვების შაქრის ძირითად წყაროს. ეს შეიძლება იყოს როგორც შოკოლადი, ასევე კონცენტრირებული წვენები და დაგამაგრილებელი სასმელი. როგორც კი მთავარი მავნებელი მოიძებნება და განისაზღვრება , პრობლემაც თითქმის გადაიჭრება. თუ ეს გამოდგება ჩაი ან ყავა, რომელშიც 3-4 კოვზ შაქარს ირყიდით, აუცილებლად თანდათან უნდა შეამციროთ რაოდენობა.
3 ეტაპი - გადასვა ორგანულ საკვებზე.
იმისთვის ,რომ დავზოგოთ დრო , ჩვენ ხშირად მივმართავთ სწრაფი კვების ობიექტებს, რომელიც სრულებითაც არ არის სასარგებლო. ეს პროდუქტები შეიცავენ კონცენტრირებულ შაქარს. ჯობს თვითონ მოიმზადოთ საკვები, ასეთ დროს თქვენ გააკონტროლებთ შაქრის რაოდენობას .
4 ეტაპი - იძინეთ საკმარისად.
რამდენიმე საათით ძილის დეფიციტმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს მიღებული საკვების რაოდენობასა და მოხმარებაზე. ეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. აქედან გამომდინარე , კვების პრობლემის მოგვარებასთან ერთად იძინეთ მშვიდად და საკმარისი რაოდენობით.