ძილის მნიშვნელობა ბავშვებში
ძილის მნიშვნელობა ბავშვებში
allmedic
ძილის მნიშვნელობა ბავშვებში
ძილის მნიშვნელობა ბავშვებში
ძილის მნიშვნელობა ბავშვებში

სრულყოფილი ძილი ნებისმიერ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი კვლევების შედეგად კი დადგინდა რომ სასურველია ბავშვებმა საღამოს 9-ის ნახევრამდე დაიძინონ. ასე ისინი უფრო ჯანმრთელები იქნებიან და მათი დედები უფრო ბედნიერები. ხშირია შემთხვევები რომ ბავშვები დასაძინებლად საკმაოდ გვიან წვებიან თუნდაც საყვარელი ტელეგადაცემის ან კომპიუტერული თამაშების გამო. ან, სულაც კიდევ ერთი ზღაპრის მოყოლას ითხოვენ ძილის წინ, ოღონდ კი კიდევ ერთი საათით არ დაიძინონ.

ავსტრალიაში ჩატარებული კვლევებისას შეაგროვეს 3500 ბავშვის შესახებ ინფორმაცია და დააჯგუფეს ისინი ასაკის და ძილის ხანგრძლივობის მიხედვით.  მონაწილე ბავშვები დაყვეს რამდენიმე ჯგუფად: ერთ ჯგუფში შედიოდნენ ისინი, ვინც დასაძინებლად ადრე წვებოდა და დილითაც ადრე დგებოდა.  მეორე ჯგუფში   შემავალი ბავშვები წვებოდნენ ადრე და იღვიძებდნენ გვიან; მესამე ჯგუფი დასაძინებლად გვიან წვებოდა და დილითაც იშვიათად დგებოდა ადრე. ბოლო, მეოთხე ჯგუფის წევრები კი დასაძინებლად გვიან მიდიოდნენ და ადრე იღვიძებდნენ.

ყველაზე უცნაური ის აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ იმ ბავშვების ჯანმრთელობა იყო უკეთესი, რომლებიც ადრე წვებოდნენ დასაძინებლად, არამედ მათი მშობლებისაც.

დასაძინებლად ადრე დაწოლასა და სწავლას, ყოფაქცევასა და წონას შორის ვერანაირი კავშირი ვერ აღმოაჩინეს. რაც შეეხება ადრე გაღვიძებას, ის დადებითად მოქმედებს წონაზე მოზრდილ ასაკში.

აუცილებელია რომ ბავშვი ერთსა და იმავე დროს იძინებდეს და იღვიძებდეს. ძილის წინ სასურველია წყნარი მუსიკის მოსმენა, სუფთა ჰაერზე გასეირნება, ჰიგიენური პროცედურები.  ოთახი წყნარი, ბნელი და გრილი უნდა იყოს, საწოლში კი ბავშვმა მხოლოდ უნდა იძინოს.

ძილის წინ ბავშვი მოარიდეთ:

  • ხმაურს;
  • კომპიუტერულ თამაშებს;
  • საშინელებათა ფილმებს;
  • კოფეინის შემცველ ტკბილეულს (ყავას, შოკოლადს, კოკა-კოლას);
  • ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას;

 

არასოდეს გამოიყენოთ ძილი დასჯის მეთოდად.

allmedic