
საკვერცხის კისტა საკვერცხეში სითხის დაგროვებით ყალიბდება, რომელიც თხელი გარსითაა შემოსაზღვრული და გადიდებისკენაა მიდრეკილი. კისტის ზომა 2სმ-დან 5სმ-მდე დიამეტრისაა. საკვერცხის კისტა სხვადასხვა სახისაა. ისინი შეიძლება იყოს:
ფუნქციური კისტები – ეს ყველაზე გავრცელებული ტიპია. ამ ტიპის კისტები მენსტრუალური ციკლის ნაწილია და მალევე ქრება ისე, რომ მათი გამოვლენა არც ხდებ.
პათოლოგიური კისტები – ამ ტიპის კისტები შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი.
ფოლიკულური კისტა ფუნქციურ კისტებს მიეკუთვნება. ისინი საკვერცხის კისტის უხშირესი ფორმაა და იგი კვერცხუჯრედის მომწიფებისას ყალიბდება - იმ შემთხვევაში, როცა ფოლიკული რომელიც უნდა გასკდეს, არ სკდება, კვერცხუჯრედს არ ათავისუფლებს, ან კვერცხუჯრედის გამოსვლისას არ ღვრის შიგთავსს. ასეთი კისტები თავისით გაიწოვება რამდენიმე კვირაში.
ლუთეინური კისტა – გაცილებით იშვიათად გვხვდება. იგი ფოლიკულის გასკდომის შემდეგ დარჩენილ ლუთეინურ სხეულში სისხლის დაგროვების შედეგად წარმოიქმნება. ამ ტიპის ცისტები რამდენიმე თვეში თავისით ქრება, მაგრამ შეიძლება გასკდეს და უეცარი ტკივილი გამოიწვიოს.
პათოლოგიური კისტებიდან გამოიყოფა:
დერმოიდული კისტები კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. მას მწვავე ტერატომასაც უწოდებენ. ამ ტიპის კისტები ღეროვანი უჯრედებიდან ვითარდება, ღეროვან უჯრედებს კი ნებისმიერ ქსოვილად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვთ. დერმოიდული ტიპის კისტის შემადგენლობა არაერთგვაროვანია და შესაძლოა, ცხიმოვანი სითხისგან, გამკვრივებული უბნებისაგან და სხვადასხვა ჩანასახოვანი ელემენტებისაგანაც (კანი, თმა, კბილი, ძვალი და ა.შ.) კი შედგებოდეს.
ცისტადენომების მოშორება მხოლოდ ოპერაციული გზითაა შესაძლებელი. ისინი იმ უჯრედებისგან ვითარდებიან, რომლებიც ფარავენ საკვერცხეს. ასეთი სახის კისტა შეიძლება ლორწოვან ან თხევად მასას შეიცავდეს. ისინი საკვერცხეზე გარედანაა მიმაგრებული და უზომოდ შეიძლება გაიზარდოს.
ენდომეტიული ცისტები - ამ ტიპის კისტა გვხვდება როგორც საშვილოსნოს შიგნით, ისე გარეთაც. მას ყოველთვიურად ჩამოფრცქვნა და სისხლდენა ახასიათებს, შესაბამისად, კისტის ერთ-ერთი სიმპტომი მტკივნეული მენსტრუაცია და სქესობრივი კონტაქტია.
საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი ჰორმონალური დისბალანსის შედეგია, რის ფონზეც საკვერცხეში მრავალი ფოლიკულა ყალიბდება. ისინი არ სკდებიან და რჩებიანი კისტების სახით.
კისტის დიაგნოსტიკა ექოსკოპიის საშუალებითაა შესაძლებელი. ამ პროცედურის შედეგად დეტალურად შეიძლება გაიგოთ კისტის ზომა, ადგილმდებარეობა, შემადგენლობა და ა.შ.
სისხლის ანალიზით კი იმის დადგენა შეიძლება, არის თუ არა ჰორმონალური დისბალანსი კისტის გამომწვევი მიზეზი.
ვინაიდან ხშირ შემთხვევაში კისტა თავისით გაიწოვება, ზოგჯერ ექიმები პაციენტს მოცდას ურჩევენ და ერთ ან რამდენიმე თვეში ხელახალ ექოსკოპიას უნიშნავენ. თუ კისტა რამდენიმე ციკლის შემდეგაც არ გაქრა და თან ზომაში იზრდება, ქირურგიული მკურნალობა გარდაუვალია.
კისტის პრევენცია შეუძლებელია. სასურველია 6-8თვეში ერთხელ ჩაიტაროთ ექოსკოპია და ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოთ კისტის არსებობა, რაც თავიდან აგარიდებს ოპერაციას, იმ შემთხვევაში თუ ის მცირე ზომისა და ისეთი აგებულებისაა, რომ მედიკამენტურ მკურნალობას დაექვემდებარება.