კბილების გათეთრების 7 მარტივი გზა
კბილების გათეთრების 7 მარტივი გზა
allmedic
კბილების გათეთრების 7 მარტივი გზა
კბილების გათეთრების 7 მარტივი გზა
კბილების გათეთრების 7 მარტივი გზა

1. ჩაიტარეთ ბანანის პილინგი

როდესაც მიირთმევთ ბანანს, რომელიც არის ერთ -ერთი ყველაზე სასარგებლო ხილი მთელს მსოფლიოში, გამოიყენეთ მისი ქერქი კბილებისთვის. წაისვით ის ჯერ ზედა, შემდეგ ქვედა კბილებზე. 10 წუთის განმავლობაში არ შეჭამოთ არაფერი და არც გამოივლოთ პირში. შემდეგ გაიხეხეთ კბილები და გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად.

2.  ჭამეთ ყველი

თვითონ ყველი არ ათეთრებს კბილებს, მაგრამ ამცირებს კარიესის განვითარების რისკს, რის გამოც მინანქარმა შეიძლება შეიძინოს მოყვითალო ან მოყავისფრო შეხედულება. საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ ყველი არის საკმაოდ წებოვანი კონსისტენციის, რომელიც კბილების ზედაპირზე აგროვებს ბაქტერიებს და საჭმლის მცირე ნაწილაკებს. მთავარი ამოცანაა მოვიშოროთ ის კბილის ზედაპირიდან.

3. გაიხეხეთ კბილები მარწყვით

ბევრი ადამიანი ამჯობინებს კბილების გახეხვას მარწყვით. ის შეიცავს ისეთ მჟავას, რომელიც ეხმარება კბილების გათეთრებას. ის შეგიძლია გამოიყენოთ პილინგის სახით, როგორც იქცეოდით ბანანის შემთხვევაში და ასევე თვითონვე მოამზადოთ კბილის პასტა. აიღეთ ერთი დიდი და ორი პატარა მარწყვი, მარილი, მეოთხედი ჩაის კოვზი სოდა. აურიეთ ერთმანეთში და გაიხეხეთ კბილები, ეს ნაზავი დაგეხმარებათ მინანქრის გაწმენდაში.

4. გამოიყენეთ ვაშლის ძმარი

ეს არის საუკეთესო საშუალება კბილების გათეთრების და პირის ღრუს გასუფთავებისთვის ბაქტერიებისგან. აურიეთ ერთმანეთში ნახევარი სუფრის კოვზი ძმარი და ამავე რაოდენობის წყალი. დაასხით თქვენს კბილის ჯაგრისზე ისე,  რომ არ დაამატოთ კბილის პასტა და გაიხეხეთ კბილები. ერთი თვის შემდეგ თქვენ აუცილებლად ნახავთ შედეგს. ამ მეთოდში არანაირი უკუჩვენების რისკი არ არსებობს, მთავარია არ დაგავიწყდეთ პირის გასუფთავება და კარგად გამორეცხვა გამოხეხვის შემდეგ.

5.  მოამზადეთ ლიმონის ზეთი

ძალიან კარგი კბილის პასტა შეგიძლიათ დაამზადოთ : გახეხოთ ლიმონის კანი და აურიოთ სოდაში. ეს მეთოდი არის ცოტა საფრთხილო და ძირითადად გამოიყენება ყველაზე საგანგებო სიტუაციაში, რადგან არსებობს მინანქრის გათხელების საფრთხე.

6.  „დაუძახეთ დასახმარებლად ზეთს“

გასაოცარია , მაგრამ ძალიან უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია. ეს მეთოდი წლებია იცის ხალხმა, მაგრამ ძალიან იშვიათად გამოიყენება. შეეცადეთ გამოიყენოთ ქოქოსის ზეთი, წაისვით ის კბილის ზედაპირზე და გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ გაიხეხეთ კბილები ისე, როგორც ამას აკეთებთ ჩვეულებრივ.  ის ასუფთავებს კბილის ზედაპირს და აუმჯობესებს პირის ღრუს მდგომარეობას.

7. დაიცავი დისტანცია

თქვენ ამისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ, რომ უარი თქვათ ჩაიზე, ყავაზე ღვინოზე და მსგავს სასმელებზე  ძილის წინ. და აუცილებლად გაიღიმეთ ხშირად ! 

allmedic