
1. თქვენი ძვლები კვლავ ძლიერია. 20 წლამდე არის ის დრო , როცა უნდა მიირთვათ საკვები, რომელიც მდიდარია კალციუმით და ვიტამინი D - თი , ასევე უნდა ივარჯიშოთ წონის შესანარჩუნებლად. ეს ორივე ხელს უწყობს ძვლების უჯრედების გაზრდას. როცა თქვენ მიხვალთ მენოპაუზის ასაკამდე, დაიწყებთ ძვლების მასის შემცირებას და თუ არ გექნებათ კარგი საფუძველი აუცილებლად შეგექმნებათ პრობლემები.
2. თვენი წონა შეიძლება ყოველწლიურად გაიზარდოს, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია. თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი არის 18.5 დან 24.9 - ის ფარგლებში, არაფერი გაქვთ სანერვიულო.
3. თქვენი კანი აუცილებლად დაიმახსოვრებს ყველაფერს იმას, რაც თქვენ გააკეთეთ მისთვის. თუ თქვენ სათანადოდ არ მოუვლით კანს ეს აუცლებლად თავს იჩენს ნაოჭების და ლაქების სახით 40 წლის ზემოთ.
4. ეს ასაკი ქალების რეპროდუქციული ფუნქციისთვის არის პიკი, მიუხედავად იმისა გყავთ თუ არა შვილები, მოემზადეთ, რომ ეს შეიძლება იყოს უკანასკნელი.
5. თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ უფრო მეტი გამონაყარი, ვიდე ეს იყო თინეიჯერობაში. მსგავსი გამონაყარი შეიძლება გამომდინარეობდეს პროგესტერონის და ესტროგენის დონის ცვლილებიდან. ასევე კიდევ ერთი მიზეზი არის, რომ 20 წელს ზემოთ ქალები უფრო ხშირად ხმარობენ კოსმეტიკას და არ იშორებენ მათ თავის დროზე. მაგალითად როცა ბრუნდებიან წვეულებიდან გვიან სახლში.
6. მენსტრუალური ტკივილები შეიძლება გამძაფრდეს ამ პერიოდში, მაშინაც კი თუ თქვენ გეგონათ, რომ ამას ახალგაზრდობაში თავს დააღწევდით. ჰორმონ პროსტაგლანდინის პროდუქცია 20 წლის ზეოთ აღწევს პიკს, ამიტომ მენსტრუალურ ტკივილებთან ბრძოლა უფრო შეიძლება გაძნელდეს.
7. თქვენი მკერდი შეიძლება ვიზუალურად შეიცვალოს. ბევრი ქალის არეოლა მუქდება და იზრდება, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
8. თქვენი ფიგურა შეიძლება გახდეს უფრო მრგვალი. უფრო მეტად გამოიყურებოდეთ მომატებულად, რადგან ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური ცვლილებები, იცვლება ნივთიერებათა ცვლა და მიუხედავად დიეტისა და ვარჯიშისა შეუძლებელი ხდება სასურველი წონის მიღწევა.