აკნეს მკურნალობა
აკნეს მკურნალობა
allmedic
აკნეს მკურნალობა
აკნეს მკურნალობა
აკნეს მკურნალობა

აკნე - ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ქალებსა და მამაკაცებში, თინეიჯერობისა და მოზრდილი ასაკის ხალხში. იშვიათია ადამიანი, ვისაც ეს დაავადება არ ჰქონია. არა და, ლამაზი, გლუვი კანი ნებისმიერი ადამიანისთვის სასურველია. აკნეს გამომწვევი მიზეზები ბოლომდე არაა დადგენილი და შესაბამისად, მკურნალობის უამრავი მეთოდი არსებობს.

აკნეს სიმპტომად სხვადასხვა სახის გამონაყარი ითვლება. ესენია:

  • ღია კომედონები;
  • დახურული კომედონები;
  • პაპულოზური ფერისმჭამელები;
  • პაპულო-პოსტულოზური ფერისმჭამელები;
  • კისტოზური (ჩირქოვანი) გამონაყარი.

აკნეს გამონაყარი უმთავრესად შუბლზე, საფეთქლებზე, კისერზე, ცხვირზე, ცხვირ-ტუჩის არეში, ნიკაპზე, მკლავების ზედა ნაწილში, მხრებზე, გულ-მკერდზე, ზურგის ზედა ნაწილში ჩნდება.  

 

აკნე მხოლოდ გამონაყარი არაა და პრობლემას მხოლოდ გარეგნობის გამო არ ქმნის. აკნეს დროს ადამიანს აღენიშნება:

დაბალი თვითშეფასება - ასეთ დროს თავს არაკომფორტულად გრძნობთ. ხვდებით, რომ ისე კარგად არ გამოიყურებით, როგორც ადრე. ადამიანები ცდილობენ ნაკლებად ჰქონდეთ კონტაქტი სხვა ადამიანებთან, გააცდინონ სკოლა ან სამსახური.

დეპრესია - ხშირად აკნეს სახლის პირობებში მკურნალობა უშედეგოა ხოლმე.  თუ აკნე დიდხანს გაგრძელდა, ადამიანი შეიძლება თავის თავში ჩაიკეტოს კიდეც რაც დეპრესიის ერთ-ერთი წინაპირობაა.

მუქი ლაქები სახეზე - აკნეს არასწორად მკურნალობის შემთხვევაში ხშირია სახეზე და სხეულის სხვა უბნებზე ნაწიბურების ან ლაქების დარჩენა. ამ უკანასკნელების გაქრობას კი თვეები ან წელიც კი შეიძლება დასჭირდეს.

ნაწიბურები - მუქი ლაქებისგან განსხვავებით, ისინი სამუდამოა. ნაწიბურები ხშირად კისტების და კვანძების შემდეგ რჩება. ერთადერთი გზა, რომ ისინი უმტკივნულოდ და უსაფრთხოდ მოიშოროთ, დერმატოლოგთან ვიზიტია, რომელიც თქვენთვის შესაფერის მკურნალობის კურსს დაგინიშნავთ.

აკნეს წარმოქმნა შემდეგნაირად მიმდინარეობს: კანის ცხიმოვანი უჯრედები ზომაზე მეტ ცხიმს გამოიმუშავებენ. ამას ემატება თმის ფოლიკულში გარქოვანებული უჯრედების ჭარბი წარმოქმნა. ეს ჭარბი ცხიმი ზედაპირზე ვერ ამოდის და კანქვეშ, ფოლიკულში გროვდება. ვინაიდან, სადინარი დახშულია, იგი იზრდება და იბერება. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთ ფოლიკულაში ხვდება ბაქტერია და აკნეს გარშემო კანი წითლდება. ასეთი ჩირქოვანი აკნეს ხელი შეხება და შიგთავსის გამოდევნა არ შეიძლება. გამორიცხული არაა, მასში ინფექცია შეიჭრას და პრობლემა კიდევ უფრო გართულდეს.

აკნეს შემთხვევაში, სასურველია, კონსულტაცია დერმატოლოგთან და კოსმეტოლოგთან გაიაროთ. ორივე სპეციალისტის მიერ ერთობლივი მკურნალობის შედეგად ყველაზე რთული ფორმებიც კი მარტივად ინკურნება.

allmedic