რა საფრთხეს უქმნის ტელევიზორი ჯანმრთელობას
რა საფრთხეს უქმნის ტელევიზორი ჯანმრთელობას
allmedic
რა საფრთხეს უქმნის ტელევიზორი ჯანმრთელობას
რა საფრთხეს უქმნის ტელევიზორი ჯანმრთელობას
რა საფრთხეს უქმნის ტელევიზორი ჯანმრთელობას

დღევანდელ ცხოვრებაში კომპიუტერი საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს ტელევიზორს, თუმცა, ეს უკანასკნელიც არ თმობს პოზიციებს. დღევანდელი მონაცემებით საშუალოდ ერთი ამერიკელი კვირაში ტელევიზორის ყურებას 35 საათს უთმობს. ხოლო 65 წელზე მეტი ასაკის ხალხში მაჩვენებელი 50 საათამდე იზრდება.

ტელევიზორთან გატარებულმა დღეებმა შეიძლება თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამციროს. მართალია, ბოლომდე დადგენილი არაა, მაგრამ ცხოვრების ხანგრძლივობასა და ტელევიზორის ყურებას შორის გარკვეული კავშირი არსებობს. ალბათ იმიტომ, რომ ტელევიზორი პირდაპირ ზიანს არ აყენებს ადამიანის ორგანიზმს.

რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ ტელევიზორთან, მით მეტს საკვების ვიღებთ გააზრების გარეშე. ფიზიკური აქტივობისადმი მოთხოვნილებაც მცირდება. ცხოვრების ასეთი სტილი ქრონიკული დაავადებების რისკს ზრდის. მათ შორისაა:

  •  გულის დაავადებები,
  • დიაბეტი
  • კიბო;
  • ვენების დაავადებები;
  • სახსრების დაავადებები;
  • ჰიპერტონია;
  • ინსულტი;
  • ოსტეოპოროზი და ა.შ.

ტელევიზორის ხანგრძლივი ყურებისას ადამიანს დაღლილობის შეგრძნება უჩნდება. დაღლილობა შეიძლება მხოლოდ ფიზიკური კი არა, ფსიქოლოგიურიც იყოს.

ფსიქოლოგიურ პრობლემას ქმნის საინფორმაციო გადაცემების უარყოფითი მოვლენების გაშუქებისკენ მიდრეკილება. ყოველ 7 უარყოფით მოვლენაზე მხოლოდ ერთი დადებითი ამბავი მოდის. გამუდმებით უარყოფითი ინფორმაციის მიღება ადამიანის ფსიქიკაზეც ცუდად მოქმედებს.

ტელევიზორის ხანგრძლივი ყურებისას მხედველობაც უარესდება. ჩვეულებრივ გარემოში თვალი განუწყვეტლივ ფოკუსირდება. ტელევიზორის ყურებისას კი ამის აუცილებლობა არ არსებობს.  ეს კი ძალიან ცუდად მოქმედებს მხედველობაზე.

ტელეგადაცემებისადმი მიჯაჭვულობა გაცილებით ხშირია სოფლებში, სადაც ნაკლებად არის გართობის სხვა საშუალებები და ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობაც ყველას არ აქვს. ასეთ ადგილებში ადამიანები ხშირად სერიალის პერსონაჟების ცხოვრებითაც ცხოვრობენ.

ტელევიზორის ყურება ძალიან დიდ დროს ართმევს ადამიანებს. თუ საშუალოდ ერთი ამერიკელი დღეში 5 საათს ტელევიზორთან ატარებს, ეს წელიწადში 75 დღეზე მეტია, რაც ცოტა დრო ნამდვილად არაა. გამოდის რომ საშუალოდ ერთი ამერიკელი 12 თვიდან 2,5 ტელევიზორს უთმობს.

ხანდახან ხდება რომ ტელევიზორს მოწყენილობის გამო რთავენ. არა და, დროის კარგად გატარების უამრავი  საშუალებაა:

  • ივარჯიშეთ - სირბილი, ცურვა, სპორტი, ვილოსიპედით სეირნობა, აერობიკა;
  • გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად;
  • წაიკითხეთ წიგნი;
  • შეგიძლიათ ბლოგი აწარმოოთ;
  • წადით ლაშქრობაში;
  • იარეთ რამე კურსებზე;
  • მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან;
  • დაალაგეთ თქვენი ოთახი;
  • დაკავდით მედიტაციით;
  • დასახეთ მომავლის გეგმები;

შეგიძლიათ სიას თქვენი პუნქტებიც მიამატოთ. დამერწმუნეთ, ასე, დროს უფრო საინტერესოდ გაატარებთ. ცხოვრების სტილის შეცვლა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებთ და თავს უფრო ჯანსაღად და მხნედ იგრძნობთ.

 

allmedic