10 ფაქტი ბავშვის ტვინის შესახებ, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
10 ფაქტი ბავშვის ტვინის შესახებ, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
allmedic
10 ფაქტი ბავშვის ტვინის შესახებ, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
10 ფაქტი ბავშვის ტვინის შესახებ, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
10 ფაქტი ბავშვის ტვინის შესახებ, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

1.      ბავშვები იბადებიან ძალიან ადრე.

იმისთვის , რომ უსაფრთხოდ გაიაროს ბავშვმა სამშობიარო გზები, ის იბადება ისე, რომ არ აქვს ტვინი ბოლომდე ჩამოყალიბებული. პირველი სამი თვის განმავლობაში ბავშვი ვითარდება და მისი ტვინი მუდმივად პროგრესირებს. ამის გამო პედიატრები ამ პერიოდს ხშირად უწოდებენ მეოთხე ტრიმესტრს.

2.      მშობლების რეაქცია მოქმედებს ბავშვის ტვინზე.

ახალშობილის ტვინი არ არის თავიდან კარგად განვითარებული და ვერ აკონტროლებს ორგანიზმში მიმდინარე ბევრ პროცესს. პირველი, რასაც ბავშვი სწავლობს არის გრძნობები - შიმშილი, მარტოობა, დისკომფორტი, დაღლილობა, მაგრამ ის თავად მარტო ვერ ახერხებს მიხვდეს რა გრძნობებია ესენი. ამიტომ აუცილებელია მშობლებმა მოახდინონ სწორი რეაგირება მის ქმედებებზე, რადგან ბავშვის ტვინმა ისწავლოს გრძნობების გარჩევა.

3.      მნიშვნელოვანია სასაცილო და უცნაური ხმები .

ეს არის ის რაც საშუალებას აძლევს ბავშვს მოისმინოს ისეთი რაღაცები, რაც აქამდე არ გაუგია. ამით ის გავარჯიშდება და ყურს მიაჩვევს მშობლიურ ენას. მნიშვნელოვანია აიყვანოთ ხელში, ესაუბროთ, თუნდაც ეს არიყოს რაიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავი. თქვენი სიტყვის მოსმენით ბავშვის გონება ეჩვევა, თუ როგორ წარმოთქვას შემდგომში ესა თუ ის სიტყვა.

4.      ბავშვის „აღუ“  არის სწავლების დაწყების სიგნალი.

ამ სიტყვის წარმოთქმა ნიშნავს, რომ ტვინი უკვე აქტიურად აღიქვამს ყველაფერს და შესაძლებელია სწალების პროცესის დაწყება. არსებობს რამდენიმე მეთოდი ადრეული ბავშვის განვითარების, სადაც ერთ-ერთი არის ბავშვთან საუბრის დასაწყისი.

5.      ბავშვების ტვინი ვითარდება ძალიან სწრაფად.

როცა ბავშვი იბადება მისი ტვინი უფრო მეტად გავს მაიმუნის ტვინს, ვიდრე ადამიანისას. თუმცა დაბადების შემდეგ ის იწყებს ძალიან სწრაფად ზრდას , თითქმის ორჯერ სწრაფად იზრდება , იმისთვის რომ დაემსგავსოს მოზარდის ტვინს. ის მხოლოდ აღწევს ზრდასრულ ზომას 20 წლის ასაკში.

6.      ბავშვის ტვინი აღიქვამს უფრო მეტ ინფორმაციას.

ნერვული კავშირების გამო ბავშვის ტვინს შეუძლია მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია გარე სამყაროდან, ვიდრე მოზარდის ტვინს. ასე, რომ ბავშვის ტვინი ამჩნევს და იმახსოვრებს ისეთ რაღაცეებს , რაც ზოგიერთი მოზარდისთვის სრულიად წარმოუდგენელია.

7.      ტელევიზორი არ ეხმარება გონებრივ განვითარებას.

ეს ხდება იმიტომ, რომ ბავშვის ტვინი პროგრამირებულია პასუხების მიღებაზე,ამიტომ დიდად სავარაუდოა, რომ ამაში ტელევიზორი ვერ დაგეხმარებათ.

8.      ძილი - არის უნარ-ჩვევების განვითარების აქტივატორი.

როგორც ვთქვით ბავშვის ტვინი აღიქვამს სამჯერ მეტ ინფორმაციას მოზრდილთან შედარებით, ამიტომ ის შესაბამისად უფრო სწრაფად იღლება. უმეტეს ინფორმაციას ბავშვის ტვინი ითვისებს ოცნებებში, სადაც ერთდროულად იღებს ცოდნას და ითვისებს ახალ უნარ- ჩვევებს.

9.      ბავშვებმა უნდა ისწავლონ ხმის ცნობა.

ბავშვისთვის საკმაოდ ძნელია გაარჩიოს ხმაური ლაპარაკისგან. სწორედ ამიტომ ბავშვები ხშირად არ პასუხობენ მოზარდების საუბარს. იმისთვის , რომ ბავშვმა მოახდინოს რეაგირება საუბარზე აუცილებელია მინიმუმამდე შეამციროთ ტელევიზორის, რადიოს და მსგავსი საშუალებების ხმა.

10.  საკმარისი ბავშვების რაოდენობა დედასთვის და მამასთვის.

კვლევების თანახმად ბავშვმა თავი რომ იგრძნოს საუკეთესოდ გჭირდებათ სამი მოზარდი. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ბებიების რეგურალური დახმარება და მხარდაჭერა. ამის შემდეგ ბავშვი თავს გრძნობს უფრო დაცულად და კომფორტულად.

allmedic