ჰორმონალური დარღვევები
ჰორმონალური დარღვევები
allmedic
ჰორმონალური დარღვევები
ჰორმონალური დარღვევები
ჰორმონალური დარღვევები

ქალის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებასთან ჰორმონალურ ბალანსს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჰორმონების დისბალანსი ქალში რიგ გინეკოლოგიურ დაავადებებს იწვევს. ჰორმონალური დისბალანსის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. მათი მკურნალობა ზოგჯერ მედიკამენტების გარეშეც შესაძლებელია. 

ქალები ხშირად იტანჯებიან თავიანთი რეპროდუქციული ცხოვრების მანძილზე ჰორმონების ცვლილების გამო განწყობის ცვლილებისას. ასეთი პერიოდები ხშირად დგება, მაგალითად: პრემენსტრუალური სინდრომი, მენოპაუზა და ა.შ. 
 
ფიზიოლოგიური პროცესების ნორმალურად წარმართვისთვის ჰორმონალური ბალანსი აუცილებელია. ისინი გავლენას ახდენენ:
 
• ზრდასა და განვითარებაზე
• სექსუალურ ფუნქციონირებაზე
• შემეცნებასა და განწყობაზე
• სხეულის ტემპერატურაზე
• მეტაბოლიზმის პროცესზე;
 
ჰორმონალური დისბალანსი ქალებში მეტად გამოკვეთილია. ასეთ დროს დამახასიათებელია: 
  • წონაში მატება
  • თმის ცვენა ან პირიქით მომატებული თმიანობა ქალებში
  • აკნე
  • ჭარბი ოფლიანობა
  • დაღლილობის შეგრძნება;
  •  მეხსიერების დაქვეითება;
  • კონცენტრირების გაძნელება;
  • მოთხოვნილება ტკბილი პროდუქტების მიმართ;
  •  შიმშილის შეგრძნება;
  • უხასიათობა;
  • თავის ტკივილი;
  • მენსტრუაციის დროს ტკივილი;
  • უძილობა;
  • ლიბიდოს დაქვეითება;
  • მომნელებელი სისტემის პრობლემები.
 
 
 
რამ შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დისბალანსი?
  • სტრესმა;
  • არასრულფასოვანმა კვებამ;
  • გენეტიკურმა მიდრეკილებამ;
  • რომელიმე სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებამ;
  • ორსულობამ;
  • ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებამ;
  • ძილის სისტემატიურმა ნაკლებობამ და სხვა.
 
ხშირად ჰორმონალური დარღვევა ხელს უშლის ქალს დაორსულებაში. ეს ხდება ჰორმონ პროგესტერონის ნაკლებობის გამო, რომელიც დაორსულებასა და მის განვითარებას უწყობს ხელს. ამის დადგენა შესაძლებელია ან ანალიზებით, ან ბაზური ტემპერატურის რეგულარული გაზომვით. თუ ტემპერატურაში ცვლილებები არ არის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ პროგესტერონი არასაკმარისი რაოდენობითაა ორგანიზმში.
 
ქალის დარღვევები ჰორმონალურ ფონზე შეიძლება დაკავშირებული იყოს მის ასაკთან. 30 წლის შემდეგ საგრძნობლად ქვეითდება საკვერცხეების აქტივობა, რაც ამა თუ იმ ჰორმონის არასაკმარის გამომუშავებას იწვევს.
 
ჰორმონალურმა დარღვევებმა შეიძლება თავი იჩინონ კლიმაქსის დროსაც. ასაკობრივი გარდაქმნის გამო ორგანიზმში აღარ ხდება ფოლიკულების მომწიფება და ოვულაციის პროცესი.
თუ ჰორმონალური დარღვევები არ არის, კლიმაქსის პერიოდი განსაკუთრებული გართულებების გარეშე ჩაივლის, ხოლო თუ დარღვევაა, წარმოიქმნება ისეთი სინდრომი, როგორიცაა კლიმაქტერიული სინდრომი, რომელსაც თან ახლავს:
  •  უძილობა,
  • გაღიზიანება, 
  • ნევროზი, 
  • დეპრესია, 
  • მომატებული არტერიული წნევა.
allmedic