დიეტების უარყოფითი მხარე
დიეტების უარყოფითი მხარე
allmedic
დიეტების უარყოფითი მხარე
დიეტების უარყოფითი მხარე
დიეტების უარყოფითი მხარე

დიეტა!

ადამიანების უმრავლესობისთვის ეს სიტყვა ძალიან პოპულარულია.

ზოგიერთი ადამიანი დიეტას იწყებს გაზფხულზე, თბილი ამინდებისთვის რომ ფორმაში იყოს და კომფორტულად მოირგოს საყვარელი ტანსაცმელი. ან, ზაფხულში - ზღვის სეზონამდე ცოტა ხნით ადრე. ადამიანების ნაწილი ახალი წლის დღეების დასასრულს იწყებს დიეტას აკრეფილი კილოგრამების მოსაშორებლად. არის ადამიანების კატეგორია, რომელიც ყოველი ორშაბათიდანაა დიეტაზე. როგორც წესი, ისინი სამშაბათსვე არღვევენ მას და შემდეგი კვირის დასაწყისს ელოდებიან, რომ ,,ახალი ცხოვრება’’ დაიწყონ.

დიეტა თავისთავად გამორიცხავს სწორ კვებას და შიმშილის რეჟიმს მოიაზრებს. ამ ხერხს ის ადამიანები მიმართავენ, ვისაც სწრაფი შედეგის მიღება სურს. საკვების ერთფეროვანი რაციონი ორგანიზმს ხშირად გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. გარდა ამისა,  დიეტის დროს შიმშილის გრძობა უფრო მეტად გაწუხებთ, თუნდაც საკმარისად მიირთმევდეთ.

ინტერნეტ-სივცე სავსეა ,,ეფექტური’’ დიეტებით და მათი დაუჯერებელი შედეგებით: ,,როგორ დავიკლოთ 5 კილო 3 დღეში,’’ ან ,,-10 კილო 14 დღეში!’’ რაც უფრო სწრაფად იკლებთ წონაში, იმდენად სწრაფად დაგიბრუნდებათ წონა უკან და თან ნამატით. არცერთ დიეტას არ შეუძლიათ ხანგრძლივი ეფექტის მოტანა.

ადამიანი აუცილებლად უნდა იკვებებოდეს მრავალფეროვანი, სრულფასოვანი პროდუქტებით რომ ორგანიზმმა ვიტამინების საჭირო მიიღოს.

იმისთვის რომ დიეტის დაცვა არ დაგჭირდეთ და ნივთიერებათა ცვლა მოიწესრიგოთ, აუცილებლად უნდა გადაავლოთ თვალი თქვენი კვების რაციონს და ცხოვრების სტილს. ხომ არ გიწევთ გამუდმებით გარეთ ჭამა და სწრაფი კვების ობიექტებით სარგებლობა. საჭმლის ნელა მიღება ორგანიზმს მის გადამუშავებაში ეხმარება. დააწესეთ მინიმუმ 20 წუთი და თითოეული ლუკმა კარგად დაღეჭეთ. ასე ტვინსაც დროულად მიეწოდება სიგნალი რომ დანაყრდით და კუჭიც ადვილად მოინელებს საკვებს. საუკეთესო ვარიანტია თუ სამსახურშიც სახლში გაკეთებულ საჭმელს წაიღებთ.

ეცადეთ სადილის დროს რამდენიმე წუთით შეჩერდეთ. ისაუბრეთ თანამშრომელთან, ოჯახის წევრთან. დარწმუნებული იყავით, რომ ასე თქვენი ულუფა თანდათან შემცირდება.

დიეტების უარყოფითი მხარე ისაა, რომ ხილისა და ბოსტნეულის მცირე რაოდენობა  უჯრედისის დეფიციტს ორგანიზმში იწვევს. მხოლოდ ხილსა და ბოსტნეულზე გადასვლაც საზიანოა ორგანიზმისთვის. ის მეტისმეტად დაბალკალორიულია და დიეტური დეპრესია ნამდვილად გარანტირებულია. საჭიროა, ეტაპობრივად შეცვალოთ კვების რაციონი და ეს უნდა იყოს გრძელ ვადაზე გათვლილი პროცესი. როცა არ იღებთ კალორიებს, ორგანიზმი აგროვებს ცხიმს, ამრიგად წონაში კლება უფრო ძნელდება.

 18.00 საათის შემდეგ კვების შეწყვეტა არასწორი მიდგომაა, ამ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ყოველი ადამიანის დღის რეჟიმი. რაც შეეხება პურს, მისი ამოღება რაციონიდან მიზანშეწონილი არ არის, რადგან ის შეიცავს ადამიანისთვის საჭირო ნახშირწყლებს.

allmedic