
მოშვებული კანი თვალების გარშემო, მიმიკური ნაოჭები, გამომშრალი კანი... ეს ყველაფერი თქვენს ასაკს ხაზს უსვამს. ცნობილი ადამიანები კი, როგორც წესი, ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან. როგორ ახერხებენ ამას? ახალგაზრდობის შენარჩუნების ბევრი სხვადასხვა საშუალება არსებობს. საეროთოდ, უმჯობია სახის კანის მოვლა ადრეული ასაკიდან დაიწყოთ. იმისათვის რომ ნაოჭებმა რაც შეიძლება გვიან ასაკში შეგვაწუხონ, აუცილებელია კვების რაციონში ნატურალური და სასარგებლო პროდუქტები შევიტანოთ (ხილი, ბოსტნეული, ციტრუსი, თევზი).
სახის კანი ძალიან ნაზია და მასზე მზის სხივები უარყოფითად მოქმედებს. თუ მზიან ამინდში გარეთ გიწევთ ყოფნა ან საერთოდ, გარუჯვა გსურთ, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგანდამცავი კრემი. ზაფხულის პერიოდში უფრო ძლიერი ლოსიონი დაგჭირდებათ. გარდა ამისა, სახის კანის მზისგან დასაცავად შეგიძლიათ შლაპაც გამოიყენოთ. მზის სათვალე კი ასეთ დროს აუცილებელი ატრიბუტია, რომელიც თვალების გარშემო დაიცავს კანს.
ვინაიდან კანის დანაოჭების ერთ-ერთი მიზეზი მისი გამოშრობაა, ამ პრობლემას მისი ხელოვნურად დატენიანების საშუალებითაც შეგიძლიათ ებრძოლოთ. სასურველია, შეარჩიოთ ცხიმისგან თავისუფალი დამატენიანებელი კრემები. თუ მშრალი კანი გაქვთ, დამატენიანებელი კრემი ყოველდღიურად შხაპის მიღების შემდეგ გამოიყენეთ.
კანის გარეგანი დატენიანება საკმარისი არაა. ორგანიზმმა აუცილებად უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის წყალი. წყლის საჭირო რაოდენობა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია და ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ სტატიაში : ,,წყლის ბალანსის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის’’
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა რჩევა უშედეგო იქნება თუ მწეველი ბრძანდებით. თამბაქო კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს - ავიწროვებს სისხლძარღვევს და კანისთვის ჟანგბადის მიწოდება ფერხდება.
ყოველდღიურად ცოტა ხანს მაინც ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და სისტემატიურად ივარჯიშეთ დღეში 10 წუთი მაინც. ვარჯიში სისხლის მიმოქცევას არეგულირებს და სასარგებლოა არა მხოლოდ გარეგნობისთვის, არამედ, შინაგანი ორგანოებისთვისაც.
მცირეოდენ ნაოჭებს მაკიაჟიც ფარავს. წარბები გარეგნობაზე დიდ გავლენას ახდენს. ასაკთან ერთად კი ისიც ფერს იცვლის. შეთხელებული წარბები და მასში გარეული ჭაღარა აუცილებლად მოგიმატებთ ასაკს. წარბებისთვის მოცულობის მისაცემად შეგიძლიათ სპეციალური ფანქარი გამოიყენოთ. ის წარბს უფრო გამოკვეთს და სასურველი ფორმის მიცემაში დაგეხმარებათ. მეორე ალტერნატივა პერმანენტული მაკიაჟია.
ბიორევიტალიზაცია - კანის ბუნებრივი გზით გაახალგაზრდავების მეთოდია. იგი წარმოადგენს ინექციურ მეთოდს, რომლის დროსაც კანქვეშ ხდება ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების შეყვანა. იგი სასარგებლოა კანის ნაადრევი დაბერების სიმპტომებისას, გამოწვეული თამბაქოს, სტრესის, მზის სხივების და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით დანაოჭებული კანისთვის.
ღრმა ნაოჭების გასწორება ფილერებით - პროცედურის საშუალებით შეგიძლიათ: ღრმა ნაოჭების და ნაკეცების კორექცია; ღაწვების მოცულობის აღდგენა; ნაოჭების კორექცია ცხვირ - ტუჩის სამკუთხედის არეში; მოცულობის აღდგენა საფეთქლის არეში.
მეზოთერაპია - იგი ინტენსიურად აახალგაზრდავებს სახისა და სხეულის კანსა და რბილ ქსოვილებს; ებრძვის გამონაყარს, ავიწროებს ფორებს და ახდენს ცხიმიანობის ნორმალიზებას.