
1. შოკოლადი
- არა რის გამორიცხული, რომ მალე დაგეწყებათ მენსტრუალური ციკლი, ხართ ორსულად ან გქონდათ ცუდი დღე. რა არის შოკოლადი - კალორიების დიდი ნაჭერი, ქვეცნობიერი ითხოვს მას იმ დროს , როცა ჰორმონები მძვინვარებს . ის გეხმარებათ იმ მომენტში, როცა ცუდად გრძნობთ თავს და გავიწყებთ ყველანაირ განსაცდელს.
- თუ ხართ დიეტაზე , შეუზღუდეთ თავს მისი დიდი რაოდენობით მიღება. სამწუხაროდ დიეტის დროს უფრო ხშირად გინდებათ შოკოლადი. ის არის იდეალური საკვები , რადგან მას აქვს შესანიშნავი გემო, ტექსტურა და დნება თქვენს პირში.
2. ტკბილეული.
- მიმართეთ ენდოკრინოლოგს. ბევრს უყვარს ტკბილეული. მაგრამ თუ მიირთმევთ შეზღუდვის გარეშე და ეს უკვე თქვენს კილოგრამებსაც ეტყობა აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გაიკეთეთ სისხლის ანალიზი. ამ სიმპტომების კომპლექსმა შეიძლება მიუთითოს დიაბეტზე.
- ეს ყველაფერი ხელს უწყობს ნახშირწყლების ასიმილაციას. ხშირად ძლიერი სურვილის გამო თქვენ მიირთმევთ ტკბილეულს მანამ, სანამ შეჭამთ პურს, მაკარონს, რომლებიც შეიცავს მარტივ ნახშირწყლებს და ამის შემდეგ ხდება მისი სისხლში სწრაფი გადასვლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შაქრის დონის მომატება.
3. ნაყინი
- არ არის გამორიცხული, რომ თქვენ გქონდეთ გულძმარვა ან მჟავა რეფლუქსი.
- თქვენ დაიღალეთ . ნაყინი (ასევე რძე , იოგურტი და სხვა რძის პროდუქტები ) შედგება ნატურალური რძის შაქრისგან, რომელიც სწრაფად ავსებს თქვენი ენერგიის მარაგს.
4. სტეიკი და ბურგერები
- თქვენ არ იღებთ საკმარის ცილას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცდილობთ გახდეთ და დადიხართ სპორტ დარბაზებში. ექიმები გირჩევენ , რომ ჯანსაღი ცხოვრების რიტმთან ერთად მოაწესრიგოთ კვების რეჟიმიც. თითოეული ჭამის დროს აუცილებელია მიიღოთ 450 გრამი ცილა.
- ქრონიკული რკინადეფიციტი და ვიტამინი B . მენსტუალური ციკლის პერიოდის შემდეგ თქვენ კარგავთ დიდი რაოდენობით რკინას, განსაკუთრებით თუ არ ჭამთ ცილით საკმარისი რაოდენობით მდიდარ საკვებს. ხორცის ასეთი მოთხოვნილება ნიშნავს, რომ უბრალოდ არ გაქვთ საკმარისი რაოდენობის საჭირო ნივთიერებები.
5. ყველი.
- ყველის ჭამის გამძაფრებული სურვილი ასოცირდება ტკბილეულის სურვილთან. რადგან ისიც შეიცავს ბუნებრივ რძის შაქარს.
- თქვენ არ გაქვთ საკმარისი კალციუმი და D ვიტამინი, რომელსაც შეიცავს ყველი და სხვა რძის პროდუქტები. სხეული თავად წარმოქმნის D ვიტამინს , როცა გავდივართ მზეზე, მაგრამ თუ დიდ დროს ატარებთ ოთახში , ან ცხოვრობთ ცივი კლიმატის პირობებში გიწევთ შეივსოთ დეფიციტი ყველის ჭამით.