
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადება ქალებში საკვერცხეების კიბოა. სიკვდილიანობის მხრივ ეს დაავადება პირველ ადგილზე დგას. მიზეზი ისევ და ისევ დაავადების გვიან სტადიაზე აღმოჩენაა.
ყველაზე მეტად ეს დაავადება ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპაშია გავრცელებული. არსებობს მისთვის დამახასიათებელი 7 სიმპტომი, რომელიც არც ერთმა ქალმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს. 2012 წელს საკვერცხეების სიმსივნით 65 000 ადამიანი იყო დაავადებული მხოლოდ ევროპაში. ყოველწლიურად კი მსოფლიოს მასშტაბით ეს მაჩვენებელი 250 000-ით მატულობს. ქალების 50% დიაგნოზს დაავადებიდან, დაახლოებით, 5 წლის შემდეგ იგებს.
ეს დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. თუმცა, ყველაზე მეტად დამახასიათებელია 50 წელს ზემოთ ქალბატონებისთვის. საკვერცხეების კიბოს რისკის ქვეშ უფრო მეტად თეთრკანიანი ქალები არიან. სტატისტიკის მიხედვით აფრო-ამერიკელი და აზიელი ქალები ამ დაავადებით ნაკლებად იტანჯებიან.
კვლევების შედეგად დაადგინეს ქალების კატეგორიები, რომლებიც უფრო მეტად დგანან საკვერცხეების კიბოთი დაავადების საფრთხის ქვეშ.
რა სიმპტომები ახასიათებს საკვერცხის კიბოს?
საკვერცხის კიბოს მკურნალობისას, ძირითადად, ქირურგიულ ჩარევასა და ქიმიოთერაპიას იყენებენ.
საკვერცხეების კიბოს თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკის მიზნით სასურველია ყველა ქალმა რეგულარული გინეკოლოგიური გასინჯვები ჩაიტაროს.
,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას'' გინეკოლოგები კვირის ნებისმიერ დღეს მზად არიან კვალიფიციური მომსახურება გაგიწიონ.