როგორ გავუმკლავდეთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს
როგორ გავუმკლავდეთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს
allmedic
როგორ გავუმკლავდეთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს
როგორ გავუმკლავდეთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს
როგორ გავუმკლავდეთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს

რა დაავადებაა ეს? 

როგორც სახელწოდებიდან ხვდებით ქრონიკული დაღლილობის სინდრომისთვის დამახასიათებელია სიმპტომათა კომპლექსი. ის მოითხოვს მკურნალობას , მაგარამ მანამდე უნდა დარწმუნდეთ, არის თუ არა დიაგნოზი სწორი. დაავადებისთვის დამახასიათებელი პირველი სიმპტომებია :

1.      აპათია და დეპრესია ;

2.      უძილობა ან პირიქით ძილიანობა ;

3.      ხშირი გაციება ;

4.      კონცენტრირების გაძნელება და მეხსიერების პრობლემები ;

5.      სექსით უინტერესობა ;

6.      კუნთების და სახსრების ხშირი ტკივილი გაურკვეველი მიზეზების გამო ;

7.      ხშირი ძლიერი თავის ტკივილი ;

8.      ძილის შემდეგ კვლავ დაღლილობის შეგრძნება ;

9.      დაღლილობის მიზეზი არ არის შრომა, უბრალოდ ყოველთვის ამის შეგრძნება .

რატომ ვითარდება ეს დაავადება?

მედიცინა ვერ ასახელებს ბოლომდე ამ დაავადების გამომწვევ მიზეზებს, მაგრამ ზოგიერთი კვლევარი თვლის, რომ ეს არის იმუნური სისტემის საპასუხოდ განვითარებული ქრონიკული სტრესი. გარდა ამისა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევი შეიძლება იყოს ვირუსები . მაგალითად როგორიცაა ებშტეინ ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი და ჰერპესის ვირუსი. ზოგადად არასაკმარისი ენერგია იწვევს ამ დაავადებას, რადგან იმუნური სისტემა მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით და ებრძვის ინფექციას.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას?

სამწუხაროდ ამ დაავადებასთან გამკლავება არც ისე მარტივი ამოცანაა მედიცინაში. უფრო მეტიც სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა დაავადების სიმპტომებს. ასე, რომ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და კონსულტაცია. აუცილებელია ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია, რადგან გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, ასევე ინფექციური დაავადებები და ნევროლოგიური დარღვევები. მხოლოდ სრული გამოკვლევის შემდეგ იქნება შესაძლებელი ზუსტი დიაგნოზის დასმა. მკურნალობა შეიძლება შეიცავდეს ანტიდეპრესანტებს, ანტიჰისტამინურ და ანტივირუსულ პრეპარატებს. ასევე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და იმუნურ მოდულატორებს.  

როგორ შეგიძიათ დაეხმაროთ საკუთარ თავს?

პირველ რიგში უნდა იკვებოთ სწორად.  მიიღოთ ვიტამინები, განსაკუთრებით B ჯგუფის და სასურველია ალკოჰოლის და ძლიერი ყავის ამოღება რაციონიდან. გაიუმჯობესეთ რეჟიმი - წადით ადრიანად დასაძინებლად და დილით დრე ადექით, იძინეთ არანაკლებ 8 საათი. თუ აქამდე დროს არ უთმობდით სპორტულ ცხოვრებას , დროა დაკავდეთ და მიხვდეთ , რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ დატვირთვა არ უნდა იყოს დიდი, განსაკუთრებით თავდაპირველად.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - „გადატვირთეთ“ თქვენი ნერვული სისტემა , გათავისუფლდით ყოველგვარი ნეგატიური ინფორმაციისგან. თავი შეიკავეთ საინფორმაციო გადაცემების ყურებისგან , უყურეთ ფილმებს, სერიალებს, კომედიებს

allmedic