მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია
allmedic
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია

მიოკარდიუმის ინფარქტი -  ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა. ზოგი გულის შეტევის შემდგომ ცდილობს შეცვალოს ძველი ცხოვრება , ზოგი კი პირიქით არაფერზე უარს არ ამბობს და განაგრძობს მავნე ჩვევებით ცხოვრებას.  

ინფარქტის გადატანის შემდეგ შეგიძიათ განაგრძოთ ბედნიერი, ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრება. მაგრამ აუცილებელია ექიმის რჩევების გათვალისწინება, რის უგულებელყოფამაც შეიძლება გამოიწვიოს გართულებები. აღსანიშნავია , რომ პაციენტთა უმრავლესობა იღუპება გულის შეტევის განმეორებითი შემთხვევით.

გულის შეტევამ შეიძლება გამოიწვიოს შემგომი ფუნქციების გართულებები :

1.      პრეგრესული გულის არითმია ;

2.      გულის უკმარისობა;

3.      გულის ანევრიზმა - ძალიან საშიში ფართულებაა, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას.

რეაბილიტაციის პროგრამა მოიცავს:

1.      მკურნალობის დანიშვნას;

2.      სწორი ცხოვრების წესის დაგეგმვას და დიეტას;

3.      პაციენტის რეგულარულ მონიტორინგს.

მკურნალობის დანიშვნა და ცხოვრების წესის შეცვლა პარალელურ რეჟიმში უნდა მოხდეს , იმისთვის , რომ გულმა აღიდგინოს ფუნქციები და თავიდან ავიცილოთ გართულებები.

მედიკამენტოზური თერაპია მოიცავს ისეთ მკურნალობას , რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს , აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს და არეგულირებს სისხლის წნევას.

ცხოვრების წესის შეცვლა გულისხმობს სიგარეტზე და ალკოჰოლზე უარის თქმას, რაც არის ძირითადი ფაქტორი მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების. პაციენტმა ზომიერად უნდა დაიტვირთოს თავი და დაისვენოს. მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ფიზიკური აქტივობაც გაიზრდება.

ძირითადი ცვლილებები დიეტის მხრივ არის ცხოველური საკვების აკრძალვა, ასევე მარილიანი და შაქრიანი . გარდა ამისა დიეტა მორგებულია ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

მკურნალობა უნდა ხდებოდეს კარდიოლოგის მეთვალყურეობით. ეს საჭიროა რადგან შეფასდეს დინამიკაში პაციენტის მდგომარეობა და დადგენილი მკურნალობის ეფექტურობა. ამ მიზნით აუცილებელია დამატებითი გამოკვლევებიც , ესენია  : ლაბორატორიული ტესტები, ეკგ, ექოკარდიოგრაფია. შედეგებზე დაყრდნობით ექიმი არეგულირებს მკურნალობის სტრატეგიას საჭიროების შემთხვევაში.

allmedic