
ამინდის ცვლილებასთან ერთად გაციება და სურდო თანდათან უფრო ბევრი ადამიანის პრობლემა ხდება.
ამ სიმპტომებს, როგორც წესი, ვირუსები იწვევენ, რომლებიც ორგანიზმში ცხვირი, ყელის, პირის, სასუნთქი გზების საშუალებით აღწევენ. გაციება როგორი სახითაც არ უნდა გამოვლინდეს, სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება დაემართოს ადამიანს. განსაკუთრებით გავრცელებულია ჰერპესის ვირუსი. იგი პირდაპირი კონტაქტის საშუალები ვრცელდება. ჰერპესის ვირუსის ორი ტიპი არსებობს. ჰერპესის დროს ტუჩთან თეთრი ბუშტუკები ჩნდება, რომელიც მტკივნეულია. იგი დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გრძელდება.
ვირუსით ხშირად ადრეულ ასაკშივე ინფიცირდებიან. იგი ფიზიკური კონტაქტის შედეგად გადადის (კანზე შეხებით). შეიძლება, ადამიანი თავად არ დავადდეს, მაგრამ ამ გზით ვირუსი მაინც გაავრცელოს. მეორე ტიპის ჰერპესი ინტიმური კავშირის შედეგად გადადის. ამერიკის შეერთებული შტატების 20% მეორე ტიპის ჰერპესითაა დაავადებული. მათი უმეტესობა:
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰერპესი შეხებით გადადის. პირველი ტიპის ვირუსით შეიძლება დაავადდეთ:
ჰერპესით შეიძლება ახალშობილიც დაავადდეს, თუ დედაა ინფიცირებული. თუ მშობიარობა დედის იმ დროს ხდება, როცა დედას მეორე ტიპის ჰერპესის პირველი გამოვლინება აქვს, პატარას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს.
ვირუსისგან განკურნება შეუძლებელია! პირველი გამოვლინების შემდეგ ვირუსი კანიდან ნერვულ ქსოვილებს გადაეცემა და იქ სამუდამოდ რჩება. ჩვეულებისამებრ, ადამიანები მას ფარულად ატარებენ. ასეთ დროს შეიძლება ითქვას რომ ვირუსს ,,სძინავს,’’ თუმცა, მისი აქტივაცია ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი.
რამ შეიძლება ხელახლა გააქტიუროს ჰერპესის ვირუსი?
ვირუსის გამოვლენა სისხლის ანალიზის საშუალებითაც შეგიძლიათ.
ჰერპესი ნებისმიერ ადამიანს დისკომფორტს უქმნის. რა შეიძლება გავაკეთოთ?
საერთოდ, კი სასურველია, ყველა ადამიანმა დაინფიცირებამდე მიიღოს ზომები რომ ვირუსი არ გადაედოს. ინფიცირებულებმა კი თვითონ უნდა იფრთხილონ რომ ვირუსი არ გაავრცელონ: