ტესტოსტერონის დაბალი დონე
ტესტოსტერონის დაბალი დონე
allmedic
ტესტოსტერონის დაბალი დონე
ტესტოსტერონის დაბალი დონე
ტესტოსტერონის დაბალი დონე

რა არის ტესტოსტერონი?

ტესტოსტერონი კარგად შესწავლილი ჰორმონია. იგი მონაწილეობას ღებულობს მამაკაცის სხეულის ფორმირებაში. ის გარეგანი ნიშნები, რომლითაც მამაკაცი ქალისგან განსხვავდება (ხმა, თმიანობა, განიერი მხრები...), ტესტოსტერონზეა დამოკიდებული. ეს ჰორმონი ორგანიზმს კუნთოვანი მასის ჩამოყალიბებაში ეხმარება, აძლიერებს ძვლებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მამაკაცის სასქესო ნიშნების განვითარებაში.

ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე მცირდება. მამაკაცში ამ ჰორმონის მინიმალურ მდგომარეობის აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინები: ,,ანდროპაუზა,’’ ან ,,მამაკაცის  მონოპაუზა.’’ ასეთ დროს მამაკაცები მეტად გაღიზიანებულები არიან, კარგავენს ინტერესს სექსის მიმართ. თუმცა, შეიძლება, ტესტოსტერონის დონის კლებამ გვერდითი მოვლენები არც გამოიწვიოს.

ტესტოსტერონის დაბალი დონე და სხეული

ზოგიერთ მამაკაცში ტესტოსტერონის დაბალი დონე მეტისმეტად ადვილი შესამჩნევია. ასეთ მამაკაცებს:

  • ნაკლებად გააჩნიათ კუნთოვანი მასა;
  • უმცირდებათ თმის რაოდენობა სხეულიდან;
  • ნაკლებადაა განვითარებული მხრები და მკერდი.

ტესტოსტერონის დონის შემცირებისას სუსტდება ძვლები.

 

სექსუალური აქტივობა

ყოველთვის არა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ტესტოსტერონის დონე ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას. პრობლემა ორი სახის შეიძლება იყოს:

  • ინტერესის დაკარგვა სექსის მიმართ;
  • ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

ტესტოსტერონის დაბალი დონე მამაკაცის განწყობაზეც ახდენს გავლენას. იმატებს გაღიზიანება, ჭირს კონცენტრაცია, აღინიშნება ენერგიის ნაკლებობა. თუმცა, იგივე სიმპტომები შეიძლება სხვა პრობლემების გამოც გამოვლინდეს: ანემია, ძილის ნაკლებობა, დეპრესია, სხვა ქრონიკული დაავადებები.

ტესტოსტერონი სპერმის წარმოქმნაშიც მონაწილეობს. მისმა დეფიციტმა კი შეიძლება მამაკაცის ნაყოფიერებაზეც იმოქმედოს. 

ასაკის მატებასთან ერთად ტესტოსტერონის დონეც იკლებს და იზრდება სხვადასხვა დაავადების რისკი:

  • დიაბეტი;
  • ღვიძლის დაავადება;
  • თირკმელების დაავადება;
  • ფილტვების კრონიკული დაავადება;
  • სათესლეების დაზიანება;
  • ჰიპოფიზის პრობლემები;

 

ტესტოსტერონის დონის დადგენა

ტესტოსტერონის მაჩვენებელი დგინდება სისხლის ანალიზის საშუალებით. ანალიზის აღება ხდება დილით, როცა ჰორმონის დონე უფრო მაღალია. ზოგჯერ ტესტს იკეთებენ რამდენიმე დღის ინტერვალით რომ შემოწმდეს მისი თანმიმდევრულობა.

 

ტესტოსტერონის დაბალი დონის არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ უროლოგს ან ენდოკრინოლოგს. ეს სპეციალისტები ინდივიდუალურად დაგინიშნავენ მკურნალობის კურსს. თვითმკურნალობა დაუშვებელია!

allmedic