სექსის მტრები - ლიბიდოს დაქვეითების მიზეზები
სექსის მტრები - ლიბიდოს დაქვეითების მიზეზები
allmedic
სექსის მტრები - ლიბიდოს დაქვეითების მიზეზები
სექსის მტრები - ლიბიდოს დაქვეითების მიზეზები
სექსის მტრები - ლიბიდოს დაქვეითების მიზეზები

ლიბიდო ადამიანის სექსუალური აქტივობისკენ სწრაფვას ეწოდება. იგი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორებით იყოს გამოწვეული. მამაკაცებში სექსის სურვილი ბიოლოგიური ფაქტორებითაა გამოწვეული. ქალებში ეს უფრო კომპლექსური ხასიათისაა, თუმცა, ბიოლოგიური ფაქტორი აქაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

სექსუალური ლტოლვის დაქვეითება შეიძლება დროებითი ან მუდმივი იყოს. ეს წყვილის ურთიერთობაში პრობლემებს ქმნის. ქვემოთ მოცემულია ის ფაქტორები, რომლებიც ადამიანს სექსის სურვილს უქვეითებენ.

 

სტრესი

ორგანიზმი სტრესზე უარყოფითად მოქმედებს. ადამიანის ემოციური მდგომარეობა ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახება და ადამიანს სექსუალური აქტივობის სურვილს უკარგავს. უმეტეს შემთხვევაში ადამიანი ამას თავადაც უმკლავდება, მაგრამ თუ ლიბიდოს დაქვეითება სერიოზულ პრობლემებს გიქმნით ურთიერთობაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

 

პარტნიორი

სექსუალური სურვილის არსებობაში პარტნიორი ძალიან დიდ როლს თამაშობს. კომუნიკაციის ნაკლებობა, ღალატის შეგრძნება, უსიამოვნებები ურთიერთობაში, რწმენის დეფიციტი უარყოფით გავლენას ახდენს ლიბიდოზე. ასეთი პრობლემები წყვილმა ერთად უნდა მოაგვაროს.

 

ალკოჰოლი

ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელია. ალკოჰოლი პოტენციას აქვეითებს. ზოგიერთი სექსოლოგი სქესობრივი ურთიერთობის დროს ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოსახსნელად პაციენტს დალევას ურჩევს. თუმცა, ზომიერების დაცვა აუცილებელია. თუ ალკოჰოლური სასმელების გარეშე სქესობრივი ურთიერთობა შეუძლებელი ხდება, მაშინ ქალმაც და მამაკაცმაც აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, რადგან  ასეთი რამ სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემაზე მიუთითებს.

 

გამოუძინებლობა

როდესაც ორგანიზმი დასვენებულია, ადამიანი თავს უკეთ გრძნობს და შესაბამისად, უფრო ხშირად უჩნდება სექსის სურვილი. თუ არასაკმარისად გძინავთ, ეს ლიბიდოზე პირდაპირპროპორციულად აისახება. პრობლემა სერიოზულ ფორმას მიიღებს თუ ძილის ნაკლებობა სისტემატიური იქნება. ადამიანს საშუალოდ ღამეში 7-8 სთ მაინც უნდა ეძინოს.

 

ბავშვები

იყო მშობელი, ეს ნიშნავს რომ სრული დატვირთვით მუშაობ ყოველგვარი დასვენების გარეშე. ასეთ დროს მშობლებს ძალიან უჭირთ განმარტოვდნენ და დრო საკუთარ თავსაც დაუთმონ. გამოსავალი არსებობს: დაიხმარეთ მშობელი, ნათესავი, ძიძა... პარტნიორისთვის დროის დათმობა მაშინაც შეგიძლიათ, როცა ბავშვებს დააძინებთ.

 

მედიკამენტები

მედიკამენტების უმეტესობას გვერდითი ეფექტები გააჩნია, რომელიც ლიბიდოზეც ახდენს გავლენას. მაგალითად:

  • გაციების საწინააღმდეგო საშუალებები;
  • ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები;
  • ქიმიოთერაპიული წამლები;
  • ანტიდეპრესანტები;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სხვა.

თუ სექსუალური სურვილის გაქრობის მიზეზი მედიკამენტებია, აუცილებლად სთხოვეთ ექიმს რომელიმე სხვა წამლით ჩაანაცვლოს.

 

გარეგნობა

თუ ადამიანი ფიქრობს რომ ცუდად გამოიყრება, მისი თავდაჯერებულობა კლებულობს და ეს სექსისადმი მოთხოვნილებაზეც აისახება. იმისთვის რომ მიმზიდველი იყოთ, პირველ რიგში თქვენ უნდა მოგწონდეთ საკუთარი თავი. თვითშეფასების დონე პარტნიორზეცაა დამოკიდებული. ცუდი არ იქნება რომ ხანდახან  წყვილმა ერთმანეთი კომპლიმენტებით გაანებივროს.

 

სიმსუქნე

ამერიკის მოსახელობის 1/3-ს ჭარბი წონა აწუხებს. ცხადია, სიმსუქნეც უარყოფითად აისახება ადამიანის თვითშეფასებაზე და სექსუალური ურთიერთობისას გარკვეულწილად დისკომფორტს ქმნის.

 

სექსუალური აქტივობის სურვილის დაკარგვა შეიძლება სხვადასხვა დაავადებებთანაც იყოს დაკავშირებული: ერექციული დისფუნქცია, ჰორმონალური დარღვევები.

 

მამაკაცებში ლიბიდოს დონის ცვლილება სხვა სექსუალურ ფუნქციებზეც ახდენს გავლენას, ირღვევა ერექციის, ეაკულაციისა და ორგაზმის პროცესები. თუ სექსუალური აქტივობის სურვილის დაკარგვა ხშირია, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ სექსოლოგს, რომ დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი და პრობლემა დროულად გადაიჭრას.

allmedic