რა ვჭამოთ ძილის წინ?
რა ვჭამოთ ძილის წინ?
allmedic
რა ვჭამოთ ძილის წინ?
რა ვჭამოთ ძილის წინ?
რა ვჭამოთ ძილის წინ?

მშვიდი ძილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ხდება რომ მიუხედავად 8-საათიანი ძილისა, ადამიანი მაინც დაღლილი იღვიძებს და მთელი დღის განმავლობაში თავს სუსტად, მოთენთილად გრძნობს. ძილის ნაკლებობა წონაში მატებას უწყობს ხელს.

თბილ რძეს საოცარი თვისება გააჩნია - შეუძლია მარტივად მოგვაროს ადამიანსს ძილი. ამის მიზეზი ტრიპტოფანია, რომელიც ძილის სტიმულაციას ახდენს და ყოველდღიურ პროდუქტებში  შედის. ასეთ საკვებს მიეკუთვნება: თხილი, მარცვლოვნები, ბანანი, თაფლი, კვერცხი... დაძინებამდე 2-3 საათით ადრე  რძის, კრეკერების, იოგურტის ან ყველის მიღება ადამიანს ამშვიდებს და სისხლში ტრიპტოფანის დონეს ზრდის.

თუ უძილობა გაწუხებთ, საჭმლის ძილის წინ მიღებაც შეიძლება. მცირეოდენი სასუსნავი აუცილებლად შეგიქმნით  ძილის განწყობას.  ოღონდ, ცხადია, ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ. ნოყიერი და ჭარბი საკვები დისკომფორტს შეგიქმნით და ასე დაძინებებაც უფრო გაგიძნელდებათ.

ცხიმიან საკვებს ორგანიზმი ძნელად გადაამუშავებს. ასეთი საკვები ნაკლებად სასარგებლოა და წონაში მატებას უწყობს ხელს.  არცაა გასაკვირი რომ მძიმე ვახშმის შემდეგ სააბაზანოში შესვლა რამდენჯერმე მოგიწიოთ. ეს კი ხშირად ღამის საათებში ხდება ხოლმე.

ყველასთვის ცნობილია რომ კოფეინი ძილის ერთ-ერთი პირველი მტერია. ამის გამო ბევრი ადამიანი საღამოს ყავაზე უარს ამბობს, თუმცა უმეტესობამ არ იცის, რომ შოკოლადი, კოლა და ჩაიც კოფეინის საკმაო რაოდენობას შეიცავს. დაძინება გაგიადვილდებათ, თუ ძილის წინ ამ პროდუქტებზეც უარს იტყვით.

კოფეინის საკმაო რაოდენობას შეიცავს ზოგიერთი მედიკამენტიც. მაგალითად, წონაში დასაკლები აბები ან გაციების საწინააღმდეგო საშუალებები. მათში შეიძლება იმაზე მეტი კოფეინიც კი იყოს, ვიდრე ერთ ფინჯან ყავაში. წამლის მიღებამდე აუცილებლად წაიკითხეთ მისი შემადგენლობა.

ალკოჰოლის მიღებას მომენტალური შედეგი აქვს: იგი ძილს მაშინვე გვგვრის, თუმცა უარყოფითი მხარეებიც გააჩნია:

  • ხშირ შემთხვევაში ადამიანს მალევე ეღვიძება;
  • ორგანიზმი ძნელად ახერხებს დასვენებას;
  • ხშირია ღამით ოფლიანობა;
  • თავისტკივილი გამოღვიძების შემდეგ;
  • კოშმარები.

 

თუ ალკოჰოლის დალევა გარდაუვალია, შეგიძლიათ მისი ეფექტი წყლის მიღებით განეიტრალოთ. საერთოდ, კი დაძინებამდე 4-6 საათის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება რეკომენდირებული არაა.

allmedic