
იმ სასიცოცხლო ნივთიერებების რაოდენობა, რომლებიც განაპირობებენ ჩვენს ყოველღიურ საქმიანობას და კეთილდღეობას არის მხოლოდ 30 - ზე ცოტა მეტი. ბერძნულად სიტყვა ჰორმონი ნიშნავს „ამაღელვებელს“, „სარწმუნოს“. იმისთვის , რომ დარწმუნდეთ თქვენი ენდოკრინული სისტემის ნორმალურ ფუნქციონრებაში, თქვენ დაგჭირდებათ სისხლის ანალიზი- ანალიზი ჰორმონალური სტატუსის.
1. ოქსიტოცინი
გამომუშავდება ჰიპოფიზში. მისი დამსახურებით ჩვენ შევიგრძნობთ სიყვარულს, ვიცილებთ დეპრესიის და შფოთვის რისკებს. ის ასოცირდება პოზიტიურ ემოციებთან. ასევე მსგავსი გავლენა აქვს შოკოლადს, ბანანს, ავოკადოს.
2. ინსულინი
გამომუშავდება პანკრეასში. ის გარდაქმნის ნახშირწყლებს ენერგიის მარაგად. მისი არასათანადო შემცველობა იწვევს დიაბეტს და სისხლის მიმოქცევის პრობლემებს. „ სწრაფი „ ნახშირწყლები (ბისკვიტები, ნამცხვრები) აუმჯობესებს ინსულინის მეტაბოლიზმს, „ნელი“ (ბოსტნეული, ხორბლის ფქვილისგან დამზადებული პური) იწვევს მის სტიმულირებას.
3. ნორადრენალინი
ის გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვალში. გვიცავს სტრესისგან, ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და კრუნჩხვების თავიდან აცილებას. მის სინთეზში დიდ როლს თამაშობს ამინომჟავა თიროზინი (ბევრია იოგურტში) და ბეტა კაროტინი (არ მიირთვათ სტაფილო მცენარეული ზეთის გარეშე)
4. ესტროგენი
ის გამომუშავდება ქალის საკვერცხეებში და მამაკაცის სათესლეებში. მისი საშუალებით ხდება უჯრედების განახლება, სისხლძარღვების კედლები ინარჩუნებს ელასტიურობას და ასევე კანსაც ანიჭებს ელასტიურობას. მისი პროდუქციისთვის მნიშვნელოვანია ვიტამინი E (შეიცავს მცენარეული ზეთები, მარცვლეული , პარკოსნები), ვიტამინი K (ისპანახი, გოგრა, ძროხის ღვიძლი, კვერცხი, რძის ნაწარმი) და ფოლიუმის მჟავა (ოხრახუში, კომბოსტო).
5. სომატოტროპინი
ის გამომუშავდება ჰიპოფიზში. პასუხისმგებელია ცხიმის წვაზე, კუნთების ტონუსის შენარჩუნებაზე და სახსრების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. მისი ნაკლებობა იწვევს კუნთების, მკერდის და მუცლის მოდუნებას. პროდუქციისთვის მნიშვნელოვანია ვიტამინი C , უჯერი ცხიმოვანი მჟავები (ქაშაყი, სკუმბრია), ცილები (ხორცი - ინდაურის, ქათმის, ბრინჯი, ლობიო ).
6. თიროქსინი
მას გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვალი. ჭარბი რაოდენობა იწვევს წონის დაკარგვას და ნაკლებობა მომატებას. როცა გვაქვს მისი დიბალანსი ხშირია უძილობა. თიროქსინის ნაკლებობას იწვევს იოდის დეფიციტი ( მისი წყაროებია - მცენარეული საკვები, ზღვის პროდუქტები და იოდირებული პროდუქტი ) .
7. რენინი
გამომუშავდება თირკმლების ზედაპირზე და აკონტროლებს სისხლძარღვთა ტონუსს. ხშირად მიზეზია ჰიპერტენზიის, ანთებითი პროცესების და წყალ - მარილოვანი ცვლის დარღვევის. ნორმალური დონის შესანარჩუნებლად საკვები, რომელიც მოქმედებს მის რაოდენობაზე არ უნდა აღემატებოდეს დღეში 10 გრამს.
8. ტესტოსტერონი
გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვლებში და სათესლეებში. მისი ნაკლებობა არამარტო ამცირებს მამაკაცის პოტენციას, არამედ საერთო ორგანოების ტონუსს. ტესტოსტერონის დონის ამაღლებაში დაგეხმარებათ შემდეგი საკვები : საქონლის ხორცი, მჭლე ღორის ხორცი, გოგრის თესლი, ხამანწკები, მიდიები.