
დროის შეჩერება არავის შეუძლია. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი მეტისმეტად ახალგაზრდულად გამოიყურება, ან პირიქით - ასაკთან შედარებით უფრო ასაკოვნად. აქ უკვე მხოლოდ დრო არ თამაშობს გადამწყვეტ როლს. კვების რაციონი, ცხოვრების სტილი, სამუშაოს ტიპი, გენეტიკა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარება - ეს არასრული ჩამონათვალია, რაც ადამიანის გარეგნობაზე მოქმედებს. ცხადია, ყველა ადამიანის სურვილია, ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა.
კანის დაბერების პროცესის ერთ-ერთი სტიმულატორი სიგარეტია. სიგარეტი თანაბრად მოქმედებს თქვენს კბილებზე, თმასა და კანზე. გარდა ამისა, იგი ასუსტებს გულს, ფილტვებს და ძვლებს. პირველი ფოტოდან, რომელზეც ტყუპები არიან გამოსახული, ნათლად ჩანს რომელი მათგანია მწეველი. ფოტოზე გამოსახული ტყუპისცალიდან ერთ-ერთი 14 წლის განმავლობაში ნახევარ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა დღეში. მწეველების პირველი ნიშანი თვალების ქვემოთ მოშვებული კანია. სახის ამ ნაწილში კანი მეტისმეტად ნაზი და მგრძნობიარეა. მოწევის შედეგი პირველ რიგში ამ ადგილას აისახება.
სიგარეტი სისხლძარღვებზეც ახდენს გავლენას, რომელთა საშუალებითაც სხეულს ჟანგბადი და ნუტრიენტები მიეწოდება. მწეველები, როგორც წესი, ნიკოტინის გამო უფრო ფერმკრთალები არიან.
ყველასთვის ცნობილია რომ სიგარეტი კიბოს გამომწვევ ფაქტორთაგან ერთ-ერთია. იგი 4000-მდე ქიმიურ ნივთიერეაბს შეიცავს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ კანის სტრუქტურაზე. იგი თანდათან ელასტიურობას კარგავს, ეშვება და ჩნდება ღრმა ნაოჭები. იგივე პრობლემა ჩნდება მკლავების ზედა ნაწილსა და მკერდზე - ქალების ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ ზონებში.
დანაოჭებული კანი ტუჩების გარშემო - ეს მხოლოდ კანის მოშვებით არაა გამოწვეული. ასეთი ტუჩების ეფექტს სიგარეტის მოწევის მანერაც ქმნის.
მწეველების კანზე გაცილებით ადრე ჩნდება ასაკობრივი ლაქები, რომლებიც ადამიანს უფრო ხნიერს აჩენენ. თუ სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებებას არ აპირებთ, შეეგუეთ რომ არა მარტო კბილების, არამედ, ღრძილების პრობლემაც შეგექმნებათ, რომ აღარაფერი ვთქვათ უსიამოვნო სუნზე. ასეთ შემთხვევებში ხშირად კბილების შენარჩუნება ვერ ხერხდება.
ყვითელ ფერს იღებს თითების ის ადგილი, რომლითაც ეწევით. სამწუხაროდ, კანის ასეთი შეფერილობა დიდხანს ნარჩუნდება მოწევის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი.
თმის ცვენა, კატარაქტა, ფსორიაზი, გულის დაავადებები, რეპროდუქციული პრობლემები... ეს არასრული ჩამონათვალია, რაც შეიძლება სიგარეტმა გამოიწვიოს.