ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა
ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა
allmedic
ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა
ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა
ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

ზაფხული უკვე გავიდა, თუმცა,ზოგიერთი ადამიანისთვის ჭარბი ოფლიანობა ისევ პრობლემად რჩება. ოფლიანობას თან ახლავს უსიამოვნო სუნი, რომელიც ზოგჯერ ძალიან ინტენსიურია. პრობლემა მემკვიდრეობა ან არასათანადო ჰიგიენაა. ჰიპერჰიდროზი დაავადებაა.  სტატისტიკის მიხედვით, მისით დაავადებულია მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის 1%.

ოფლი გამოყოფა აუცილებელია. მას დამცველობითი ფუნქცია გააჩნია და ადამიანს გადახურებისგან იცავს.  ნორმალურ პირობებში ადამიანი შეიძლება ნახევარ ლიტრამდე ოფლსაც გამოყოფდეს დღე-ღამის განმავლობაში. თუ ეს რაოდენობა იზრდება, მაშინ მიზეზი გარეგან ან შინაგან ფაქტორებში უნდა ვეძებოთ. ოფლის გამოყოფა შეიძლება მოხდეს მხოლოს სხეულის გარკვეულ ნაწილზე: სახე, ხელისგულები, იღლიის ფოსოები, ტერფები.

ზოგადი ჰიპერჰიდროზის დროს ოფლიანობა მთელს სხეულზე გამოიხატება.

ნორმალურ პირობებში ოფლდენა შეიძლება გაძლიერდეს შემდეგი მიზეზების გამო:

  • სიცხე;
  • ფიზიკური დატვირთვა;
  • ცხარე ან ცხელი საკვების მიღება;
  • ალკოჰოლის და კოფეინის მიღება;
  • გაციება;
  • ძლიერი ემოციური განცდები;
  • ტკივილი;

 

ოფლის გამოყოფას ხელს უწყობს მჭიდრო და სინთეტიკური მასალისგან დამზადებული ტანსაცმელი.

 

 

ჰიპერჰიდროზი შეიძლება რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშეც განვითარდეს, თუმცა არსებობს საშიშროება რომ რომელიმე შინაგანი ორგანოს დაავადების მანიშნებელიც იყოს. ძლიერი ოფლიანობა დაკავშირებულია შემდეგ დაავადებებთან:

  • სიმსივნე;
  • გენეტიკური დაავადებები;
  • ინფექციური დაავადებები: ტუპერკულოზი, შიდსი, სეფსისი...
  • თირკმელების დაავადება;
  • ნერვული სისტემის პათოლოგია;
  • ენდოკრინული დაავადებები: დიაბეტი; ფარისებრი ჯიკვლის ფუნქციის მომატება; კლიმაქსი და სხვა.

 

როგორ მოიქცეთ სახლის პირობებში თუ ოფლიანობამ შეგაწუხათ?

  • თუ შესაძლებელია, დაარეგულირეთ ტემპერატურა ოთახში.
  • ოფლიანობის შემცირებისთვის გამოიყენება მარილიანი წყალიც, რომელიც კანს აშრობს.
  • ოფლის საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა ტალკი, საჭმლის სოდა, კარტოფილის ფქვილი - ისინი პრობლემური ადგილებიდან სუნს აქრობენ.
  • ეცადეთ, ატაროთ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი.
  • აუცილებლად მოიშორეთ თმა იღლიისქვეშა ფოსოდან - ეს ადგილი ბაქტერიების გამრავლების კერაა.
  • მოერიდეთ ცხარე და ტკბილ საკვებს.

 

თუ ოფლის გამოყოფა ძლიერია და ეს რჩევები, არაა ეფექტური, აუცილებლად მიმართეთ ექიმს რომ სხვა დაავადებები გამორიცხოთ.

allmedic