სინუსური ტრაქტი - თმის ჩაბრუნება
სინუსური ტრაქტი - თმის ჩაბრუნება
allmedic
სინუსური ტრაქტი - თმის ჩაბრუნება
სინუსური ტრაქტი - თმის ჩაბრუნება
სინუსური ტრაქტი - თმის ჩაბრუნება

სინუსური ტრაქტი, კუდუსუნის კისტა, ე.წ. ,,ბეწვის ჩაბრუნება...’’ ეს თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომელიც ემბრიონის განვითარების პროცესში ყალიბდება კუდუსუნის ნაკეცის არეში და კანქვეშ რჩება. ასეთ ადგილას შეისაძლებელია ჩაიზარდოს ბეწვი, დაგროვდეს ცხიმოვანი ან საოფლე ჯირკვლების სეკრეტი. ასეთი ანომალია ხშირია. ბეწვის ჩაბრუნება შეიძლება მოხდეს სხეულის სხვა ადგილებშიც. როგორც წესი, პაციენტს ამგვარი პრობლემა ბავშვობის ასაკში არ აწუხებს. შემთხვევები ვლინდება სქესობრივი მომწიფების შემდგომ პერიოდში. 

 

მის გამოვლინებას სხვადასხვა ფაქტორები უწყობს ხელს:

 

  • ცხოვრების არააქტიური სტილი (დიდხანს ჯდომა დღის განმავლობაში);
  • ჭარბი წონა;
  • დაზიანება აღნიშნულ ადგილში;
  • ჭარბთმიანობა;
  • ჰიგიენის დაუცველობა;
  • გენეტიკა.

თმის ჩაბრუნებასთან ერთად ხდება დაჩირქება და ყალიბდება კისტა, რომელიც მტკივნეულია და პაციენტს პერიოდულად ახსენებს თავს.  პათოლოგიის განვითარების რომელიმე ეტაპზე შეიძლება კისთა თავისთავად გაიხსნას, მაგრამ პრობლემა ქრონიკულია და ის მოგვიანებით კიდევ იჩენს თავს.

თუ პრობლემური ადგილი არ გტკივათ, თმის მოშორება სახლის პირობებშიც შესაძლებელია. იგი ფრთხილად უნდა დამუშავდეს და მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული ჰიგიენა.

 კუდუსუნის კისტის მკურნალობის რადიკალური მეთოდი ქირურგიული ჩარევაა. ასეთ დროს მთლიანად იღებენ ეპითელურ არხს და ათავისუფლებენ მას პათოლოგიურად შეცვლილი ქსოფილებისა და ფისტულებისგან.

allmedic