ადამიანის პაპილომა ვირუსი
ადამიანის პაპილომა ვირუსი
allmedic
ადამიანის პაპილომა ვირუსი
ადამიანის პაპილომა ვირუსი
ადამიანის პაპილომა ვირუსი

პაპილომა ვირუსული ინფექცია არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საშიში ინფექცია, რომელიც მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს.  ინფორმაცია დაავადების შესახებ საკმაოდ გავრცელებულია მედიაშიც და ლიტერატურაშიც, მაგრამ ნაკლებად ექცევა ყურადღება, რომ ყველაზე მეტად საშიშია ქალისთვის -შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო. არსებობს გარვეული რისკი კაცების დაავადებისა, თუმცა ნაკლებად. შეიძლება კაცებში გამოიწვიოს პენისის კიბო.

ადამიანის პაპილომა ვირუსის წინასწარგანწყობის ფაქტორები და დაავადების გზები.

ადამიანის პაპილომა ვირუსი მიეკუთვნება Papovaridae - ს ოჯახს და აქვს 60- ზე მეტი ტიპის ვირუსი. განსაკუთრებით საშიშია ონკოგენიკის ტიპის ვირუსი. არსებობს ონკოგენიკ 16 და ონკოგენიკ 18 ტიპის ვირუსები.  დაავადება ძირითადად გადამდებია სქესობრივი გზით. გაცილებით ნაკლებია დაავადების გადაცემის რისკი საკონტაქტო- საყოფაცხოვრებლო გზით. ვირუსი შეიძლება იყოს მიძინებულ მდგომარეობაში, არ გამოვლინდეს კლინიკური სიმპტომებით და მიმდინარეობდეს ლატენტურად. სიმპტომები გამოვლინდება იმუნიტეტის დაქვეთებით, ჰორმონალური დარღვევებით , ჰიპოთერმიით და ზოგადი სისუსტით.

პაპილომა ვირუსის ძირითადი კლინიკური გამოვლინებები.

ძირითადი ნიშანი , კლინიკურად გამოვლენილი არის - მეჭეჭები. მამაკაცებში გვხვდება პენისზე, სათესლე პარკის მიდამოში და ანალურ ხვრელთან.  მამაკაცებში წარმოქმნილი მეჭეჭები შეიძლება იყოს დიდი ხნის განმავლობაში და არ იწვევდეს ისეთ უსიამოვნო შეგრძნებებს , როგორიცაა წვა და ქავილი. ხშირად გენიტალური მეჭეჭები ერთიანდება და ქმნის ჯგუფებს.

პაპილომა ვირუსის დიაგნოსტირების სირთულეები.

პაპილომა ვირუსის დიაგნოსტირება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან დააავდება ხშირად ასიმპტომურად მიმდინარეობს, კლინიკური ნიშნების გამოვლენის გარეშე. დაავადებაზე ეჭვი შეიძლება მივიტანოთ , როცა პაციენტი უჩივის შარდ - საასქესო სისტემის მდგომარეობას. დიაგნოსტირებაში ოქროს სტანდარტად ითვლება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დავადგინოთ არა მარტო ვირუსის სისხლში არსებობა , არამედ მისი ტიპიც.  

მკურნალობა .

პაპილომა ვირუსის მკურნალობა უნდა იყოს ყოვლისმომცველი და უნდა დაიწყოს სისხლში აღმოჩენისთანავე. მთავარი მიზანი არის ვირუსის ტიტრის შემცირება, რომელიც პათოგენურია ადამიანისთვის. ამ მიზნით გვეხმარება იმუნური მოდულატორები. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა საჭიროა კრიოთერაპია, ლაზერული თერაპია, ასევე ელექტრო ამოკვეთა . მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არსებობს რეციდივის მაღალი ალბათობა, აქედან გამომდინარე ყველა პაციენტის მნიშვნელოვანი მიზანია იმუნური სისტემის გაძლიერება.

 

 

allmedic