ჰიპერპოლიმენორეა- ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია
ჰიპერპოლიმენორეა- ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია
allmedic
ჰიპერპოლიმენორეა- ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია
ჰიპერპოლიმენორეა- ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია
ჰიპერპოლიმენორეა- ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია

ჰიპერპოლიმენორეა – მენსტრუალური ციკლის დარღვევაა, რომელიც ვლინდება უხვი და ხანგრძლივი (6 – 7 დღეზე მეტხანს) მენსტრუაციებით. ამის მიზეზი ნებისმიერი პათოლოგიური პროცესის განვითარება შეიძლება გახდეს. ასეთ დროს საშვილოსნოს კუმშვადუნარიანობის დაქვეითების და მისი ფუნქციური შრის ზრდისა და ჩამოშლის გამო ქალის მენსტრუაციათშორისი პერიოდი მოკლდება. თუ ნორმალური პერიოდი 21-35 დღეს მოიცავს, ჰიპერპოლიმენორეას დროს ეს დრო შეიძლება ორ კვირამდეც კი შემცირდეს. სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო ორგანიზმი სუსტდება. არსებობს რკინადეფიციტური ანემიის განვითარების საფრთხეც.

მენსტრუალური სისხლდენის ხანგრძლივობის მატება შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა დაავადებებმა:

  • დისფუნქციამ;
  • ადენომიოზმა;
  • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიამ;
  • საშვილოსნოს პოლიპებმა და სიმსივნეებმა;
  • მათ შორის მიომამ;
  • ქრონიკულმა ინფექციურმა პროცესებმა;
  • ჰორმონალური დისბალანსი (ჯირკვლოვანი  პათოლოგიები);
  • ნერვული სტრესი;

და ა.შ.

ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპერპოლიმენორეა საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების შედეგია. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ დროს აუცილებელია გინეკოლოგთან კონსულტაცია და გამოკვლევა მიზეზის დასადგენად. მოჭარბებული სისხლდენის მიზეზი შეიძლება მექანიკურიც იყოს:

  • ცხელი შხაპი;
  • ორგანიზმის გადახურება;
  • ცხარე საკვები;
  • ალკოჰოლი;
  • ფიზიკური გადატვირთვა;
  • ემოციური მდგომარეობა.

 

ძლიერი და გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენა გამოწვეულია ესგტროგენების მოჭარბებული გამოყოფით პროგესტერონის შემცირებული დონის ფონზე. ესტროგენები ქალურის სასქესო ჰორმონებია. მათი სინთეზი ხდება საკვერცხეებში, მკერდში, საშვილოსნოში. პროგესტრეონის უკმარისობა იწვევს ენდომეტრიუმის ფუნქციური შრის აცლის პროცესის გაწელვას. მისმა დეფიციტმა მოჭარბებული სისხლდენის გარდა კიდევ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ტკივილი მკერდის არეში;
  • ფეხების შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება;
  • გაღიზიანება, დეპრესია;
  • თავის ტკივილი;
  • კიდურების გაციება;
  • თმის ცვენა;
  • აკნე;
  • ოფლიანობა...

 

დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა.  მკურნალობის ხასიათი დამოკიდებულია  ჰიპერპოლიმენორეას მიზეზებზე. ძლიერი სისხლდანაკარგის კუთხით მნიშვნელოვანია ჰემოგლობინის დონის კონტროლი, რკინის შემცველი პროდუქტების მიღება, В და С ჯგუფის ვიტამინების მიღება.

 

allmedic