
ბევრი ადამიანის ოცნებაა დაიკლოს წონაში ისე, რომ ამისთვის არაფრის გაკეთება არ დასჭირდეს. თავისუფალი დრო კი დიეტების ძებნასა და სპორტდარბაზში კი არ გაატაროს, არამედ წაიკითხოს რაიმე კარგი წიგნი ან საყვარელ სატელევიზიო გადაცემას უყუროს. ინტერნეტ-საიტები კი ათას ასეთ რეცეპტს გვთავაზობენ დამაინტრიგებელი სათაურებით: ,,როგორ დავიკლოთ წონაში ვარჯიშის და დიეტის გარეშე,’’ ან ,,ამ რეცეპტით კვირაში 10 კგ-ს დაიკლებთ.’’
უცხოურ საიტებზეც ანალოგიური სტატიები იდება. მაგალითად: ,,დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ეს რეცეპტი ოცნების რეალიზებაში დაგეხმარებათ. წონაში დაკლების ეს ფორმულა დარიჩინსა და თაფლს შეიცავს. მათი ერთად მიღება ორგანიზმისთვის გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე - ცალ-ცალკე.
მომზადების რეცეპტი:
სასმელი მიიღეთ მომზადებისთანავე: ერთხელ დილით და მეორედ - ძილის წინ.
ეს სასმელი ორგანიზმში ცხიმების დაგროვებას მართლაც უშლის ხელს. საერთოდ კი თაფლი და დარიჩინი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ინფექციებისგან გვიცავს.
მიუხედავად ამისა, ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ თუ დილით ლოგინშივე მიირთმევთ საუზმეს, შემდეგ შემოდგომის ცივ დღეს სახლში, ტელევიზორის წინ პლედში გახვეული გაატარებთ გემრიელ სასუსნავთან ერთად, ხოლო საღამოსაც ნოყიერად ივახშმებთ, ეს ერთი ჭიქა სასმელი მოახდენს სასწაულს და თქვენ წონაში ერთი გრამიც არ მოგემატებათ. ასეთი სასმელების იმედზე, ძირითადად, ისინი არიან, ვისაც სწორად კვებისა და ვარჯიშისთვის ნებისყოფა არ ჰყოფნის. ამგვარი სასმელები ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს და ამის გამო შეიძლება 1-2 კილოგრამი მართლაც დაიკლოთ, მაგრამ გასაოცარ შედეგს ნუ დაელოდებით. იდეალური სხეულისთვის ,,მსხვერპლის’’ გაღება აუცილებლად მოგიწევთ.