
თანამედროვე ტექნოლოგიები იმაზე მეტ გავლენას ახდენენ ჩვენზე, ვიდრე წარმოგვიდგენია. სოციალური ქსელები რეალურ ურთიერთობებს ანაცვლებს. უფრო და უფრო ბევრი ადამიანი ხდება დამოკიდებული Facebook-სა და სხვა საიტებზე. უდავოა, რომ ინტერნეტი 21-ე საუკუნეში უმნიშვნელოვანესი რამაა და ხშირ შემთხვევაში მისი საშუალებით ჩვენს ძვირფას დროსაც ვზოგავთ, მაგრამ დაფიქრებულხართ, რამდენ დროს კარგავთ კომპიუტერთან ან ტელეფონთან თუნდაც სოციალური ქსელის თვალიერებისას? ინტერნეტ-დამოკიდებულება ფსიქოლოგიურ დაავადებად ითვლება, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები გვიქმნის. შეგიმჩნევიათ ქუჩაში რამდენი ადამიანი დადის მხრებში მოხრილი და წინ ოდნავ გაწეული თავით? იქნებ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ?
როგორც წესი, ადამიანები ამ მდგომარეობამდე ისე მიდიან, რომ ვერც კი აცნობიერებენ, როგორ ერღვევათ სხეულის მდგომარეობა. პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია. სიარულის, ჯდომის ასეთი მანერა აქვთ სკოლის ასაკის ბავშვებსაც და მოზრდილებსაც. საშუალოდ ერთი ადამიანი მობილურ ტელეფონს დღეში ორიდან ოთხ საათამდე უთმობს. ექსტრემალურ სიტუაციებში კი ეს დრო 10 საათამდეც კი შეიძლება გაიზარდოს. თუ თქვენ კომპიუტერთან გაქვთ სამუშაო და დღეში 8 საათს მონიტორის წინ ატარებთ, არასწორმა ჯდომის მანერამ შეიძლება ზურგი დაგიზიანოთ. შედეგად, ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ზურგის და კისრის ტკივილი. რაც უფრო წინ გაქვთ თავი გაწეული, მით უფრო მეტი დატვირთვა აქვს თქვენს ზურგს. ასეთ დროს სუნთქვა გაძნელებულია და ღიზიანდება ნერვები კისრის არეში. კომპიუტერთან ჯდომის არასწორი მდგომარეობა არა მხოლოდ ზურგს გატკენთ, არამედ, ზოგადად, თქვენს ჯანმრთელობასაც მიაყენებს ზიანს. თან ასეთი პოზა არც ისე მიმზიდველია და თქვენს გარეგნობას უარესობისკენ შეცვლის.
როგორ უნდა მოიქცეთ?
კომპიუტერთან ჯდომისას აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა: