
ბარიერული კონტრაცეფცია.
1. კაცის კონდომი- თხელი, მოგრძო ფორმის, გამჭვირვალე. მაგრდება ერეგირებულ ასოზე და იცავს საქესო ორგანოების ლორწოვანს პირდაპირი კონტაქტისგან. პრეზერვატივი არის ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაცეპტივი, რადგან მისი სწორი გამოყენებისას იცავს არამარტო არასასურველი ორსულობისგან , არამედ სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციებისგან.
2. ქალის პრეზერვატივი - რეზინის მილი სიგრძით 15 სმ და დიამეტრით 8 სმ. ის მაგრდება ვაგინაში და იცავს მის ლორწოვანს პარტნიორის პირდაპირი კავშირისგან. იცავს აგრეთვე არასასურველი ორსულობისგან და სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციებისგან.
პრეზერვატივების გამოყენების საიმედოობა არის - 95 % .
3. ვაგინალური დიაფრაგმა - თავსდება საშოში, რადგან თავიდან ავიცილოთ სპერმის შეღწევა საშვილოსნოში. ის ასევე ამცირებს გარკვეული ინფექციების გადაცემის რისკს და შეიძლება გამოვიყენოთ არაერთხელ.
მისი გამოყენების საიმედოობა არის 85 – 90 % .
ქიმიური კონტაცეპტივები.
ვაგინალური კრემები, სანთლები, ტამპონები გამოიყენება სქესობრივ აქტამდე. ისინი იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებისგან, მაგრამ მათი ხანგრძლივი გამოყენება არ შეიძლება. შეიძლება დაარღვიოს ვაგინალური ფლორა.
გამოყენების საიმედოობა არის 80 % .
ჰორმონალური კონტრაცეპტივები.
1. კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს იღებენ ყოველ დღე 21 დღის განმავლობაში.
2. ინექცია კეთდება 2-3 თვეში ერთხელ.
3. გადაუდებელი კონტრაცეფცია, უნდა მიიღოთ სქესობრივი აქტის შემდეგ , რადგან არ მოხდეს კვერცხუჯრედის მომწიფება.
4. პლასტირი უნდა ვცვალოთ ყოველ კვირას, მაგრდება სხეულის ნებისმიერ ადგილას.
საშვილოსნოსშიდა სპირალი - სპირალი შეიძლება იყოს, როგორც ჰორმონალური, ასევე არაჰორმონალური. მისი მაქსიმალური გამოყენების ვადა არის 5 წელი, რის შემდეგაც უნდა მოვიცილოთ და მენსტრუაციული ციკლის დროს ჩავდგათ ახალი. მისი ჩადგმა შეუძლია მხოლოდ ექიმ - გინეკოლოგს.
სტერილიზაცია - კონტრაცეფციის ერთ - ერთი მეთოდია. ამ დროს ხდება ხელოვნური გამტარიანობის მოშლა ქალებში ფალოპის მილების და მამაკაცებში თესლგამომტანი სადინრების. ამ დროს არ ხდება არც საკვერცხის და არც სათესლე ჯირკვლების ამოკვეთა .