ვიზიტი გინეკოლოგთან
ვიზიტი გინეკოლოგთან
allmedic
ვიზიტი გინეკოლოგთან
ვიზიტი გინეკოლოგთან
ვიზიტი გინეკოლოგთან

ექიმთან ვიზიტი არც ისე სასიამოვნო მომენტია. განსაკუთრებით მაშინ, როცა გინეკოლოგთან ვიზიტი გიწევთ. ქალის ცხოვრებაში არის პერიოდები, როცა გინეკოლოგის დახმარება გარდაუვალია, მაგრამ ძალიან ცოტა თუ აკითხავს ექიმს უბრალოდ, კონსულტაციის მიზნით. ზოგადად, გინეკოლოგიური გამოკვლევა ყველა ქალისთვის წელიწადში ორჯერ აუცილებელია, რადგან ძალიან ბევრი დაავადება არსებობს, რომლებიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (ქლამიდიოზი, ბაქტერიული ვაგინოზი), სიმსივნეები. ზოგიერთ შემთხვევაში უმნიშვნელო გამონადენადენიც კი არ აღინიშნება. ასეთ შემთხვევებში ქალი არც ტკივილს განიცდის, არც მენსტრუალური დარღვევები ან სხვა სიმპტომები არ აქვს.

სწორედ ამიტომაა აუცილებელი წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური გამოკვლევები და ძირითადი ანალიზები: სისხლის საერთო, შარდის საერთო, ნაცხის ანალიზი. პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გასინჯვების რაოდენობა დამოკიდებულია გადატანილ დაავადებებსა და სხვა ფაქტორებზე. გინეკოლოგიური გასინჯვა აუცილებელია აგრეთვე ორსულობის ადრეული დიაგნოსტიკისთვის. ორსულობის პირველი ნიშნები არ არის ზუსტი და ქალი ხშირად შეჰყავს შეცდომაში, ვინაიდან ამ დროს შესაძლოა მენსტრუაციის მსგავსი გამონადენი აღინიშნოს.

გინეკოლოგთან ვიზიტისას ქალს შიშის, სირცხვილის განცდა უჩნდება. ამ პრობლემების დაძლევის შემდეგ კი ფინანსური მხარე იჩენს თავს. დღეს უკვე უამრავი კლინიკა არსებობს და ფასებიც განსხვავებულია. თუმცა, არ გირჩევთ, ამ მიზეზით ყველაზე იაფფასიანი კლინიკა შეარჩიოთ.  ასეთ კლინიკაში პერსონალის კვალიფიციურობა და სამედიცინო ხელსაწყოების სტერილურობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. საერთოდ, არაა აუცილებელი ყველა ანალიზი ერთდროულად გაიკეთოთ. შეარჩიეთ ყველაზე აუცილებელი ანალიზი.

გინეკოლოგთან კონსულტაცია პატარებსაც სჭირდებათ. სტატისტიკის მიხედვით სკოლამდელი ბავშვების 15-25 %-ს სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადება აღენიშნება (ანთებითი დაავადებები, კისტები). ისინი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პათოლოგიების დროულად გამოვლენა და მკურნალობა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გოგონას მომავალში რეპროდუქციოული ფუნქციაც დაერღვეს. შვილის გინეკოლოგთან წაყვანა რეკომენდირებულია 14 წლიდან.

 

allmedic