მხოლოდ ერთი ვარჯიში სხეულის ყველა კუნთისთვის
მხოლოდ ერთი ვარჯიში სხეულის ყველა კუნთისთვის
allmedic
მხოლოდ ერთი ვარჯიში სხეულის ყველა კუნთისთვის
მხოლოდ ერთი ვარჯიში სხეულის ყველა კუნთისთვის
მხოლოდ ერთი ვარჯიში სხეულის ყველა კუნთისთვის

სხეულის ყველაზე ეფექტური და სასარგებლო ვარჯიში! - ე.წ. ,,პლანკა.’’ მისი გაკეთება ყველას შეუძლია და მინიმალურ დროს მოითხოვს. სამაგიეროდ,  სხეულის თითქმის ყველა კუნთი მუშაობს.  შეგიძლიათ ამ ვარჯიშს დღეში მხოლოდ 5 წუთი დაუთმოთ და რამდენიმე კვირაში აუცილებლად ნახავთ შედეგს.

ეს ვარჯიში ერთი შეხედვით შეიძლება მარტივი მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდ ენერგია და ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, ესაა გაჩერდეთ ერთ პოზაში რაც შეიძლება დიდხანს. თუ პირველ ჯერზე 20 წამიც ვერ გაჩერდით, გულს ნუ გაიტეხთ. ამ ვარჯიშის შესრულება ხშირად სპორტსმენებსაც უჭირთ. კარგი იქნება თუ ვარჯიშს წამზომის თანხლებით შეასრულებთ. აუცილებლად დაინახავთ პროგრესს და სტიმულიც მოგეცემათ.

ეს ვარჯიში გაგიმკვრივებთ მუცლის პრესს, ხელის და ზურგის კუნთებს, ფეხებს. აუცილებელია, რომ ამ პოზაში სწორად დადგეთ და წელი არ დაიზიანოთ.

თავდაპირველად დაწექით მუცელზე. შემდეგ ასწიეთ სხეული, როგორც აზიდვების დროს აკეთებენ ხოლმე. ან შეგიძლიათ ეს პოზა მეორენაირად დაიკავოთ: იდაყვები მოხაროთ და 900-იანი კუთხე გააკეთოთ ხელებით. ორივე პოზა მისაღებია. პირველ შემთხვევაში იტვირთება ხელის კუნთებიც. მეორის დროს - მუცლის პრესი და წელი. ფეხები მიადგით ერთმანეთს. მუხლები არ მოხაროთ. შეინარჩუნეთ სწორი მდგომარეობა . თქვენი თავიდან ქუსლებამდე მთელი სხეული ერთ ხაზზე უნდა იყოს.  დარწმუნდით, რომ ხელის თითები გაშლილია და მყარად დგახართ იატაკზე. მუცელი დაჭიმეთ და ისუნთქეთ თანაბრად.

აუცილებელია, რომ ყოველ ჯერზე ამ პოზიციაში რამდენიმე წამით მეტ ხანს მაინც გაჩერდეთ. ეცადეთ, დრო არ შეამციროთ. პირველ ჯერზე 10 წამს მაინც დაყოვნდით და ვარჯიში 5-ჯერ  გააკეთეთ, 2 წუთიანი შესვენებებით. თუ ყოველდღიურად ივარჯიშებთ, რამდენიმე კვირაში 3 წუთის განმავლობაში უკვე შესვენების გარეშეც დადგებით.

allmedic