ანალური ნაპრალი - მკურნალობა ერთი ინექციით
ანალური ნაპრალი - მკურნალობა ერთი ინექციით
allmedic
ანალური ნაპრალი - მკურნალობა ერთი ინექციით
ანალური ნაპრალი - მკურნალობა ერთი ინექციით
ანალური ნაპრალი - მკურნალობა ერთი ინექციით

ანალური ნაპრალი სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დეფექტია, რომელიც ცხოვრებას კოშმარად აქცევს. დისკომფორტი, წვა, ქავილი, ტკივილი, სისხლდენა? მკურნალობა გარდაუვალია! სწორი ნაწლავის დაავადებებს შორის ის მესამე ადგილს იკავებს (ბუასილისა და კოლიტების შემდეგ) და ხშირად ქალებში გვხვდება. ანალური ნაპრალის განვითარების ხშირი მიზეზი შეკრულობაა, რომლის შედეგადაც მკვრივი განავლოვანი მასებით ამ დელიკატური მიდამოს ტრავმატიზაცია ხდება. გარდა ამისა ანალური ნაპრალის განვითარების მიზეზები შეიძლება იყოს: სწორი ნაწლავის ლორწოვანის ტრავმა, სამშობიარო ტრავმები, მენჯის ფსკერის კუნთების მოდუნება, მძიმე ფიზიკური შრომა და სხვა. ტკივილი, სისხლდენა უკანა ტანიდან და ანალური სფინქტერის მომატებული ტონუსი (სპაზმი) _ ამ დაავადების სამი ძირითადი ნიშანია. ერთი სიმპტომი აპროვოცირებს მეორე სიმპტომის გაძლიერებას ჩაკეტილი წრის პრინციპით: დეფეკაციის დროს ტკივილის შეგრძნება აპროვოცირებს უკანა ტანის სფინქტერის სპაზმს, რაც თავის მხრივ აძლიერებს ტკივილს და ხელს უშლის ნაპრალის შეხორცების პროცესს. მწვავე დაავადება შეიძლება ქრონიკულშიც გადავიდეს, რასაც უფრო ხანგრძლივი და ძლიერი ტკივილები მოსდევს არა მარტო დეფეკაციის დროს, არამედ მის შემდეგაც. დროთა განმავლობაში ,,დეფეკაციის შიშიც’’ ვითარდება. უნდა იცოდეთ, რომ თვითმკურნალობა, ,,ვაზელინიანი რჩევები’’ _ დაავადების გაქრონიკულებისკენ პირდაპირი გზაა. პრობლემის გადაწყვეტა? მკურნალობაა! ანალური ნაპრალის კომპლექსური თერაპია მოიცავს:

  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალიზებას (კვების ტიპის შეცვლა, მოტორიკის სტიმულირება);
  • ტკივილის სინდრომის ლიკვიდაციას;
  • სფინქტერის მომატებული ტონუსის მოხსნას;
  • დაზიანებული ქსოვილების აღდგენითი შესაძლებლობების გაძლიერებას.

 მკურნალობის კურსი ყოველთვის ინდივიდუალურად ინიშნება. ამ დროს ექიმი ითვალისწინებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის თავისებურებებს, თანდართულ დაავადებებს და გართულებებს. ანალური ნაპრალის მკურნალობა ახლაც ხშირად ქირურგიული გზით ხორციელდება. თუმცა, მკურნალობის თანამედროვე ოპერატიული მეთოდები შესაძლებლობას იძლევა მანიპულაციები ამბულატორიულად, უმტკივნეულოდ და უსისხლოდ ჩატარდეს. მათ შორისაა ბოტოქსის ინექციები, რომელიც მხოლოდ ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ ტარდება. ბოტოქსის ინექციის დროს იხსნება სფინქტერის სპაზმი, რაც თავის მხრივ ანალური ნაპრალის შეხორცებითი პროცესის ხელშემწყობი ფაქტორია. ბოტოქსით მკურნალობისას 80-90%-ში ადამიანი თავიდან იცილებს ქირურგიულ ჩარევას. ოპერაციისშემდგომი ყველაზე მძიმე პერიოდი _ ეს არის რეაბილიტაცია. ამ დროს ხშირია სისველე, გამონადენი, ტკივილი და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები, რომლებიც დაახლოებით თვენახევარი-ორი თვე გრძელდება. ბოტოქსის ინექცია კი ამბულატორიულ პირობებში კეთდება, პაციენტი ჩამოდის მაგიდიდან და სახლში მიდის ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ბოტოქსის ინექციისას ადამიანის შრომისუნარიანობა შენარჩუნებულია. ანალური ნაპრალის მკურნალობა ამ შემთხვევაში კომბინირებულია _ ინექციით და მედიკამენტებით, რაც სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. ნაპრალი ხორცდება, მაგრამ მკურნალობის პროცესში და მის შემდეგაც პაციენტმა ცხოვრების რეჟიმი უნდა შეცვალოს, _ უნდა მოწესრიგდეს კვება, დეფეკაციის აქტი და სხვა, _ რადგან ყველა ის რისკ-ფაქტორი, რომელთაც ამ დაავადების გამოწვევა შეუძლიათ, მაქსიმალურად იქნას მოხსნილი. 

allmedic