
რა არის სტრიები?
ფაქტობრივად სტრიები არის დაზიანებული , დაბზარული კანი, შემაერთებელი ქსოვილის დეფექტი. ესთეტიკურად ეს ყველაფერი რათქმაუნდა არ არის ლამაზი. თავდაპირველად მას აქვს წითელი ელფერი, მაგრამ დროთა განმავლობაში ხმება და იღებს კლასიკურად თეთრ ფერს.
ძირითადად სტრიები ჩნდება სხეულის იმ ნაწილზე, სადაც კანი ბევრად დაჭიმულია - მკერდი, მუცელი, თეძოები, უკანა ტანი. სტრიები ერთი არ გვხდება, ის ჩნდება რამდენიმე ერთად. ისინი ადვილად შესამჩნევია, აქვს წაგრძელებული ფორმა, თეთრი ფერი, გახეული კიდეები.
სტრიების გამომწვევი მიზეზები :
1. სხეულის მოცულობის ცვლილება.
სტრიები შეიძლება გაუჩნდეთ ახალგაზრდებს. ამ პერიოდში იზრდება ძვლები უფრო სწრაფად , ვიდრე კუნთები. თუ ადამიანის აქტიური ზრდისას კანი არ არის საკმარისად ელასტიური (მკერდზე, უკანა ტანზე) იგი იწყებს განადგურებას.
2. წონის ცვლილება.
როცა ჩვენ ვიმატებთ წონაში, ცხიმი ლაგდება კანის ქვეშ. შემდგომ გახდომისას, გადაჭიმული კანი იწყებს მოშვებას, გამოშრობას , კარგავს ელასტიურობას და ჩნდებიან სტრიები.
3. ორსულობა
ამ ძალიან საპასუხისმგებლო მომენტში შეიძლება ქალის ორგანიზმში მოხდეს ჰორმონალური ცვლილებები და სხეულმა განიცადოს მეტამორფოზა. პროგესტერონის დონე ცვლის ცილის შემცველობას კანის შემაერთებელ ქსოვილში, ის ხდება მყიფე და მსხვრევადი, განსაკუთრებით მუცლის და მკერდის მიდამოში.
4. არასწორი კვება.
ზოგადად სტრიები შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერ ადამიანს, ვისი სხეულიც განიცდის შესამჩნევ ცილის ნაკლებობას. ცილები შეიცავენ კოლაგენს და ელასტინს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენი კანის ელასტიურობაზე. ნაკლები ცილის შემცველობა - მეტი ალბათობა სტრიების გაჩენის.
5. დეჰიდრატაცია.
თუ ჩვენ არ მივიღებთ საკმარის სითხეებს, კანი გამოშრება , იმ შემთხვევაშიც კი , რომ ვიყენებდეთ ჟანგბადით გამდიდრებულ კოსმეტიკას. მას შემდეგ რაც, სხეული ამოწურავს წყლის მარაგს, ის კარგავს ტენიანობას და ხდება ნაკლებად ელასტიური.
სტრიების მკურნალობა.
რათქმაუნდა ჩამოყალიბებული სტრიების მთლიანი მოშორება შეუძლებელია, მაგრამ გამაჯანსაღებელმა პროცედურებმა შესაძლებელია გაახალგაზრდავონ კანი და დაუბრუნონ ძველებური შესახედაობა.
1. კლინიკაში მკურნალობა.
დესტრუქციული პროცედურები.
- ქიმიური პილინგი. ანადგურებს ნაწიბუროვან ქსოვილებს და ზრდის დაუზიანებელ კანს.
- მიკროდერმაბრაზია - დელიკატური მეთოდი ქიმიური პილინგის. ის აღადგენს ქსოვილებს და აცილებს მკვდარ უჯრედებს.
- ფრაქსელი - ფრაქციული ლაზერი, რომელიც არბილებს და წმენდს კანს.
შემამცირებელი პროცედურები
- მეზოთერაპია - ეს არის ინექცია „ჯადოსნური“ პეპტიდებით და ჰიალურონის მჟავათი. ეს პრეპარატი გაჯერებულია დამატენიანებელი ეფექტით , რომელიც აძლიერებს კანს, არბილებს და ელასტიურობას ანიჭებს.
- ბიორევიტალიზაცია - ეს არის კანის კვება ინექციური მეთოდით. ხდება ჰიალურონის მჟავას შეყვანა , რომელიც ატენიანებს და ავსებს კანს.
2. სახლში თავის მოვლა.
თქვენ უნდა გამოიყენოთ სტრიებისთვის ისეთი კრემები, რომლებიც შეიცავენ წყალმცენარეებს, ვიტამინებს, ანტიოქსიდანდებს. ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც კვებავენ და აღადგენენ კანს.
მაგრამ სტრიებთან საბრძოლველად მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებები არ არის საკმარისი. კრემები შეიძლება იყოს კარგი ოღონდ სალონში სპეციალურ პროცედურებთან ერთად.
პროფილაქტიკა.
ექიმები გირჩევენ , რომ უკეთესია პრევენცია , ვიდრე მკურნალობა. ასე, რომ თუ თქვენ იცით, რომ გაქვთ მიდრეკილება, სწრაფად გეცვლებათ სხეულის ფორმები, ნაკლებად იღებთ ცილოვანი შემცველობის საკვებს, დაუყოვნებლივ დაიწყეთ პრევენციის პროცედურები !