რა უნდა ჭამოთ იმისთვის, რომ დიდხანს იცოცხლოთ
რა უნდა ჭამოთ იმისთვის, რომ დიდხანს იცოცხლოთ
allmedic
რა უნდა ჭამოთ იმისთვის, რომ დიდხანს იცოცხლოთ
რა უნდა ჭამოთ იმისთვის, რომ დიდხანს იცოცხლოთ
რა უნდა ჭამოთ იმისთვის, რომ დიდხანს იცოცხლოთ

არსებობს უამრავი მარტივი გზა, იმისთვის , რომ გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე. ერთ - ერთი არის ჯანსაღი კვების რეჟიმი.

1.      ანტიოქსიდანტები.

ყველა ხილი და ბოსტნეული შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელთა მთავარი ამოცანაა „მოძველებულ“ უჯრედებთან ბრძოლა. დიეტოლოგები გვირჩევენ , რომ მივიღოთ მსგავსი საკვები 5- ჯერ  დღეში.

2.      ზეითუნის ზეთი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ინფაქტის განვითარების რისკი.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს მინიმუმ 2 სახის მინერალი ზეითუნის ზეთში , რომელიც გაგიხანგრძლივებთ ცხოვრებას. პირველ რიგში ის ძალიან კარგია ანთების საწინააღმდეგოდ. მეორე ის , რომ ზრდის ხელსაყრელი ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში, რომელიც ეხმარება ორგანიზმს მავნე ნივთიერებებთან ბრძოლაში სისხლძარღვის კედელზე.

3.      კენკრა

სხვა სასარგებლო თვისებებთან ერთად კენკრა შეიცავს პოლიფენოლს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს თავიდან აიცილოს კიბოს განვითრების რისკი და დეგენერაციული ცვლილებები თავის ტვინის უჯრედებში.

  4.      ორაგული და თინუსი.

თევზი ითვლება ტვინის საკვებად. მის მოყვარულებს ნაკლებად ემართებათ ალცჰაიმერის დაავადება, ათეროსკლეროზი და კუნთების კრუნჩხვა.

5.      პარკოსნები და ლობიო დიაბეტის წინააღმდეგ.

ლობიო ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, არეგულირებს გლუკოზის დონეს განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან დიაბეტისადმი.

6.      ყველა ბოსტნეული სასარგებლოა.

თითქმის ყველა ბოსტნეული შეიცავს ვიტამინ K - ს , რომელიც აუცილებელია ქსოვილების განვითარებისთვის. სტაფილო - არის ყველაზე ღირებული წყარო  A ვიტამინის, რომელიც აუცილებელია მხედველობისთვის და კანის დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ასევე პომიდორი ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.

 

7.      რძის პროდუქტები.

დიეტოლოგები ურჩევენ ბავშვებს და მათ ვისაც აქვთ ოსტეოპოროზის განვითარების რისკი აუცილებლად მიიღონ რძე. მათ ჯერათ , რომ მაღალი ხარისხის რძის პროდუქტები ებრძვიან ყველანაირ დაავადებას და სასარგებლოდ მოქმედებენ ადამიანის ჯანრთელობაზე.

8.      არ დაგავიწყდეთ წონის კონტროლი.

ჭარბწონიანობა მოზრდილობაში უფრო სახიფათოა, რადგან ამ დროს ნელდება მეტაბოლიზმი, ძვლები ხდება უფრო მყიფე, ასე, რომ ზედმეტი წონა ფაქტიურად სასიკვდილოა. გახსოვდეთ დაკლება უფრო რთულია , ვიდრე სიმსუქნის თავიდან აცილება. დისციპლინა და ზომიერების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოზრდილებში. 

allmedic