გაქვთ იდეალური წონა?
გაქვთ იდეალური წონა?
allmedic
გაქვთ იდეალური წონა?
გაქვთ იდეალური წონა?
გაქვთ იდეალური წონა?

დიეტები ყოველთვის პოპულარული იყო და ახლაც არ კარგავს აქტუალურობას. ხშირად მსმენია, რომ საკმაოდ კარგი ფორმების ქალს მაინც გახდომა უნდა და სხვადასხვა ხერხს მიმართავს მიზნის მისაღწევად. ზოგჯერ ისეთი გამხდარი გოგონები არიან დიეტაზე და ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიშობენ, რომ გაგიკვიდებათ. ზოგჯერ ასეც ხდება: ადამიანი რეალობის აღქმას კარგავს და მხოლოდ არარეალურ შედეგზეა ორიენტირებული. სხეულის სასურველი წონა და ფორმები, ცხადია, გემოვნების ამბავია, მაგრამ ჯანმრთელობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. მეტისმეტმა სიგამხდრემაც შეიძლება ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა გამოიწვიოს, ისევე როგორც ჭარბმა წონამ. დარწმუნებული ვარ, ბევრი გსმენიათ სხეულის მასის ინდექსზე, სიმაღლის და წონის შესაბამისობაზე და ა.შ. იდეალური წონის გამომთვლელი უამრავი მეთოდი და კალკულატორი არსებობს. სხეულის იდეალური წონა დამოკიდებულია ადამიანის სიმაღლეზე, ასაკზე, ძვლოვან აგებულებაზე...

ჩვენ სხეულის იდეალური წონის გამომთვლელ მარტივ ცხრილს შემოგთავაზებთ:

 

თუ თქვენი წონა ამ ცხრილში საერთოდ ვერ მოხვდა, მაშინ თქვენი ცხოვრების სტილი აუცილებლად უნდა შეცვალოთ! როგორც ხედავთ, კილოგრამები ერთმანეთს კვეთს და ცხრილი ზუსტი არაა.  ვერც ერთი ასეთი ცხრილი ზუსტი ვერ იქნება! ყველა ქალის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ფორმებიც განსხვავებული აქვთ. შეიძლება ქალის წონა ,,იდეალურ შუალედში’’ მოხვდეს, მაგრამ წელს ზემოთ მეტისმეტად გამხდარი იყოს და ეს შედეგი თეძოებზე ჭარბი ცხიმის დაგროვების ხარჯზე მიიღოს. ასეთი ზოგადი ცხრილი და სარკე იდეალური გზაა, რომ თქვენთვის შესაფერისი წონა დადგინდეს.

  არსებობს წელის გარშემოწერილობის შესამცირებელი, თეძოების და ფეხის კუნთების გასამკვრივებელი და სხვა ვარჯიშები. ასე სხეულსაც დახვეწთ და ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. რაც მთავარია, ნუ იქნებით ზედმეტად თვითკრიტიკულები და შეიყვარეთ თქვენი სხეული, როგორიც არ უნდა იყოს ის. უნაკლო არავინაა...

allmedic