ნიშნები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებაზე მიგვითითებენ
ნიშნები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებაზე მიგვითითებენ
allmedic
ნიშნები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებაზე მიგვითითებენ
ნიშნები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებაზე მიგვითითებენ
ნიშნები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებაზე მიგვითითებენ

ზოგჯერ ჩვენი ორგანიზმი გაცილებით მეტ რამეს გვეუბნება ჩვენსავე ჯანმრთელობაზე, ვიდრე ამას ვხვდებით. ადამიანის ორგანიზმი ერთიანი სისტემაა. თითოეული ორგანო ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ადამიანების უმრავლესობა ზოგიერთ სიმპტომს საერთოდ უყურადღებოდ ტოვებს. რაც მეტი ვიცით საკუთარ ორგანიზმზე, მით უფრო ადვილია ჯანმრთელობის შენარჩუნება.

 

ჭაღარა თმა 40 წლამდე

გაჭაღარავება ბუნებრივი მოვლენაა. ხშირად ეს გენეტიკურიცაა, მაგრამ თუ არც ერთ თქვენს ახლობელს მსგავსი პრობლემა არ აქვს და თქვენი თმის ნახევარი 30 წლის ასაკში გაჭაღარავდა, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. შესაძლებელია, ეს დიაბეტის მანიშნებელი იყოს.

 

 

ხალი

მათი უმრავლესობა უსაფრთხოა, მაგრამ ზოგიერთს ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ. განსაკუთრებით, მათ, რომლებიც მზისგან მიღებული დამწვრობის შემდეგ ჩნდებიან. ეს შეიძლება კიბოს ერთ-ერთი ნიშანიც კი იყოს.

 

თვალის თეთრი ნაწილი

ისინი ყოველთვის თეთრია. თუ მან ფერი შეიცვალა და გაყვითლდა, ეს ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის დაავადებებზე მიანიშნებს. შეიძლება სიყვითლეც გქონდეთ. ასეთივე სიმპტომი ახასიათებს ვირუსულ დაავადებებს.

 

დამსკდარი ტუჩები

ეს შეიძლება ქარის, ან ტემპერატურის ცვლილების ბრალიც იყოს, მაგრამ თუ ისინი ხშირად გისკდებათ და გტკივათ, მაშინ თქვენი ორგანიზმი ვიტამინი B-ს და თუთიის ნაკლებობას განიცდის. არც სოკოვანი დაავადებებია გამორიცხული.

 

შებერილი ყელი

ეს ცვლილება ყურადღების მიღმა არ უნდა დაგრჩეთ! როგორც წესი, იგი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე მიანიშნებს და ქალებში ამ დაავადების საშუალო ასაკი 20-დან 50 წლამდე მერყეობს.

 

წარბების შეთხელება

წარბების გათხელება და გაჭაღარავებაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატების ან შემცირებასთანაა დაკავშირებული. ამ პრობლემამ შეიძლება თმის ცვენაც გამოიწვიოს.

 

ხელისგულების სიწითლე

წითელი ხელსგულები შეიძლება დერმატიტის, ეგზემას ან ალერგიული რეაქციის შედეგი იყოს. ალერგიის გამოწვევა ბევრ ფაქტორს შეუძლია: მეტალი, მედიკამენტები, საკვები ან სასმელი. ზოგჯერ ეს საშვილოსნოს ან ღვიძლის დაავადებაზეც მიანიშნებს.

ფრჩხილები

ნებისმიერი ცვლილება ფრჩხილებზე უამრავ დაავადებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

 

ცივი ფეხები

ფეხების სიცივე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არსებობაზე მიუთითებს. ასეთ დროს სისხლძარღვები ვიწროვდება და სისხლი კარგად აღარ მიეწოდება ორგანოებს.  იგივე შეიძლება მოხდეს ხელების, ცხვირის, ყურის და სხვა შემთხვევებში.

 

სახის სიწითლე

სახის კანის ფერის უეცარი ცვლილება უფრო მეტად 30-55 წლის ქალებს ახასიათებთ. ეს სიმპტომი დამახასიათებელია ჰორმონალური ცვლილებებისას ან უბრალოდ, ტემპერატურის ცვლილებისას. თუმცა ექიმთან ვიზიტი მაინც საჭიროა, რომ კანის ქრონიკული დაავადებები, ან კუპეროზი გამოირიცხოს. 

allmedic