პროსტატის კიბოს სიმპტომები
პროსტატის კიბოს სიმპტომები
allmedic
პროსტატის კიბოს სიმპტომები
პროსტატის კიბოს სიმპტომები
პროსტატის კიბოს სიმპტომები

პროსტატის კიბო მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალში სიმსივნური პროცესების განვითარებაა. იგი ზოგჯერ ირგვლივმდებარე ქსოვილებში, ლიმფურ კვანძებში და ძველბშიც ვრცელდება. სიმსივნის უმეტეს შემთხვევაში ნელი ტემპით ვითარდება, თუმცა, ზოგჯერ სწრაფი ზრდაც ახასიათებს.

პროსტატის კიბოს განვითარების ზუსტი მიზეზების დადგენა შეუძლებელია. ყველაზე ხშირად ის გენეტიკური ფაქტორის გამო ჩნდება. პროსტატის სიმსივნით, უმეტესად, 50 წლის ზემოთ მყოფი მამაკაცები ავადდებიან. დაავადების განვითარების რისკფაქტორად ცხოველური ცხიმებით გაჯერებული საკვებიც ითვლება.

პროსტატის კიბოს სიმპტომები მისი განვითარების ადრეულ სტადიაზე არ ჩანს. სიმპტომები თანდათან ჩანს მის გამწვავებასთან ერთად. როგორც წესი, ამ პრობლემით დაავადების უკვე მომდევნო სტადიებზე აკითხავენ ხოლმე ექიმს. პროფილაქტიკის მიზნით სასურველია ყველა მამაკაცმა ყოველწლიურად გაიაროს შემოწმება.

ქვემოთ მოცემულია  სიმპტომები, რომლებიც მამაკაცებმა ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვონ.

-პრობლემები შარდვის დროს;

-ხშირი შარდვა ღამის განმავლობაში;

-გაძნელებული შარდვა;

-შარდის სუსტი ნაკადი;

-შარდვის დროს წვის შეგრძნება;

-სისხლი შარდვისას;

-სისხლი სპერმაში;

-ეაკულაციის პრობლემები;

-ტკივილი თეძოების, მენჯების, უკანა ტანის არეში;

-ერექციული დისფუნქცია.

 

ეს სიმპტომები არ ჩანს, სანამ დაავადება იმ დონემდე არ პროგრესირდება რომ პრობლემები გამოიწვიოს შარდვისა და ინტიმური ურთიერთობისას.

უნდა აღინიშნოს რომ ჩამოთვლილი სიმპტომები ყოველთვის სიმსივნეზე არ მიუთითებს და შეიძლება სხვა დაავადებების მანიშნებელი იყოს.  პროსტატის კიბოს სხვა სიმსივნეების მსგავსად შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:

  • უმიზეზოდ გადაღლა;
  • გულისრევა;
  • მადის დაკარგვა;
  • ფეხების შეშუპება;
  • სისუსტე ქვედა კიდურებში.

 

 როგორ უნდა მივხვდეთ, რამდენად სერიოზულია დაავადება და როგორ უნდა ვუმკურნალოთ? - უნდა მიმართოთ სპეციალისტს. თვითმკურნალობა და ექიმთან ვიზიტის გადადება დაავადების პროგრესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ნუ ჩააგდებთ საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში!

allmedic