
ორსული ქალისთვის მართლაც განსაკუთრებული შეგრძნებაა მისი პატარის მოძრაობა მუცელში. ეს ნიშნავს რომ იგი იზრდება და ფეხმძიმობა შემდეგ დონეზე გადადის.
ნაყოფის მოძრაობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. რის თქმას ცდილობს პატარა მუცელზე ფეხის მორტყმით?
ფეხის მოძრაობა ხშირად უბრალოდ რეფლექსი არაა. პატარა საშვილოსნოში იზრდება და ფეხის გაშლით მასში მოძრაობას ცდილობს. ჩვენ ნაყოფის ნებისმიერ ქმედებას მოძრაობას ან ფეხის მორტყმას ვეძახით. არა და, პატარა შეიძლება დიაფრაგმისკენ გადაადგილებას ცდილობდეს, ან დაასლოკინოს, ან შემობრუნდეს საშვილოსნოში და ა.შ.
პატარა მუცელში ცდილობს გაიზმოროს, შეიცვალოს პოზა და სწორედ ამის შედეგია ის რასაც ორსული გრძნობს. ეს ბიძგები ნაყოფის განვითარების ნაწილია. პატარას მოძრაობა შეიძლება რაიმე ხმამ ან დედის მიერ მიღებულმა საკვებმაც გამოიწვიოს.
ჯანმრთელი ბავშვი დღის განმავლობაში 15-20-ჯერ მაინც უნდა მოძრაობდეს. განსაკუთრებით აქტიურობენ საჭმლის მიღების შემდეგ და რეაგირებენ ხმაურზე.
ნაყოფის მოძრაობა, როგორც წესი, 18-19 კვირის შემდეგ იწყება. 24 კვირის მერე ბიძგების რაოდენობა აშკარად იმატებს.
თუ ბიძგები შემცირდა, ან საჭმლის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაშიც არ გაინძრა, ე.ი. რაღაც წესრიგში არაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს პატარას დახმარება სჭირდება და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ეს შეიძლება სისხლში შაქრის დაბალი მაჩვენებლის ბრალის იყოს.
ბიძგების რაოდენობის შემცირება პანიკაში ნუ ჩაგაგდებთ. შეიძლება, თქვენს პატარას, უბრალოდ, დასვენება უნდა. თუმცა, გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ამ ფაქტორს ყურადღება მიაქციოთ.