ვაგინალური კანდიდოზი თუ რძიანა?
ვაგინალური კანდიდოზი თუ რძიანა?
allmedic
ვაგინალური კანდიდოზი თუ რძიანა?
ვაგინალური კანდიდოზი თუ რძიანა?
ვაგინალური კანდიდოზი თუ რძიანა?

სამედიცინო დიაგნოზი „რძიანა“ არ არსებობს. მაშინ რატომ განიხილავენ ამ დაავადებას თქვენს გარშემო? რატომ აცხადებენ , რომ განკურნებადია და რატომ იყენებს ამ არასამედიცინო ტერმინს ხალხის უმრავლესობა?  

„რძიანა“ - ეს არის საზოგადოდ გავრცელებული სახელი. მეცნიერულად მას ქვია ვაგინალური კანდიდოზი. კანდიდოზი აქვს ქალების 25 % -ს  და ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს მათში. როცა Candida  სწრაფად მრავლდება უკვე ხდება ინფექციის განვითარება. ეს ვაგინაური ინფექცია ერთხელ მაინც აქვს გადატანილი ქალების 75 %-ს  , განმეორებით ხდება მათ ნახევარში და რეციდივი შეიძლება მისცეს 3 - ჯერ წელიწადში 5 % -ს.

Candida - ს სოკოების გამრავლების მიზეზები :

1.      ჰორმონალური ფონი ორსულობის ან მენსტრუაციის დროს;

2.      შაქრიანი დიაბეტი;

3.      დაღლილობა , სტრესი, იმუნური სისტემის დაქვეითება;

4.      ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა;

5.      ჰიგიენური საშუალებების გამოყენება (საპონი, სუნამო, დეოდორანტი) ;

6.      მჭიდრო ტანსაცმელი, სინთეტიკური საცვლები;

სოკოვანი ინფექციები არ გადაეცემა სქესობრივი კავშირით. ვაგინალური კანდიდოზი შეიძლება განუვითარდეთ როგორც სქესობრივად აქტიურ ქალებს , ისე პირიქით.

ვაგინალური კანდიდოზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

1.      წვა და ქავილი. ინტენსურმა ქავილმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი მიდამოს გაღიზიანება.

2.      თეთრი გამონადენი;

3.      ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ან შემდეგ;

4.      სიწითლე და გაღიზიანებადობა გარეთა სასქესო ორგანოების.

ეს დაავადება ითვლება ძალიან მზაკვრულად, რადგან შეუძლებელია დიანოზის დასმა სხვა ინფექციური  დაავადებების გამორიცხვის გარეშე. აუცილებელია , როცა მოხდება ვაგინალური კანდიდოზის სრული მკურნალობა, სვა დაავადებების გამორიცხვაც.

ამ უსიამოვნო დაავადების სიმპტომები , როგორც წესი გამოვლინდება მენსტრუალური ციკლის დაწყების წინ,  ერთი კვირით ადრე. დაავადებას შეიძლება მოყვეს გართულებები, ამიტომ აუცილებელია მიაკითხოთ ექიმს დროულად !

allmedic