ინტიმური სილამაზე
ინტიმური სილამაზე
allmedic
ინტიმური სილამაზე
ინტიმური სილამაზე
ინტიმური სილამაზე

ინტიმური პლასტიკა უკვე დიდი ხნის კამათის საგანია. თუმცა ყველა ქალბატონს არ ესმის, რომ ეს პირველ რიგში მათი ჯანმრთელობის გასაღებია. კლინიკა „მედის“ გინეკოლოგები მსოფლიოს სპეციალისტებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ამ საკითხს...

ბავშვის დაბადება მშობლებისთვის დიდი ბედნიერებაა. მაგრამ მხოლოდ დედები განიცდიან ამ მოვლენას სრულყოფილად. ქალი იმდენად არის შეპყრობილი დედობის სიხარულით, რომ არ ფიქრობს მომავალში მოსალოდნელ უსიამოვნო შეგრძნებებზე - მშობიარობის დროს ხდება საშოს კუნთების გადაჭიმვა და ხშირად დაზიანება.

რა შეიძლება მოუვიდეს დედას ბავშვის გაჩენის შემდეგ? პრაქტიკიდან გამომდინარე ქალს შეიძლება შეექმნას საკმაოდ დიდი პრობლემები არა მარტო სექსუალური ცხოვრების მხრივ (ანორგაზმია, არასრულფასოვანი სქესობრივი აქტი, რის შედეგადაც ჩნდება რისკი - სექსუალური დისკომფორტი გადაიზარდოს ფსიქოლოგიურ, შემდგომ კი სოციალურ პრობლემებში და ოჯახის დანგრევის ერთერთ სერიოზულ მიზეზად იქცეს), არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც. მშობიარობის შემდგომ გაწელილი და გაწელილი საშოს კუნთები არასრულად ასრულებენ თავის ფუნქციას და შეიძლება ვერ შეიკავონ შარდის ბუშტი და სწორი ნაწლავი. ამის შედეგი არც თუ ისე სასიამოვნოა - დაწყებული უნებლიე შარდვით და დამთავრებული სერიოზული შიდა ინფექციებით.

როცა კლინიკა „მედის“ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები მიმართვენ ჩივილებით უსიამოვნო შეგრძნებაზე სქესობრივი აქტის დროს, გამოცდილი სპეციალისტები მყისვე ატარებენ დეტალურ გამოკვლევას. თანამედროვე აპარატზე ჩანს ყველა პრობლემა, რომელიც ხშირად გამოწვეულია მშობიარობის შემდგომი ტრავმატიზმის შედეგად. როგორც არ უნდა ივარჯიშოს ადამიანმა, გაწელილი კუნთი ვერ დაბრუნდება ადრინდელ მდგომარეობაში. რომ არაფერი ვთქვათ მშობიარობის შემდგომ არასწორად აღდგენილ საშოს კუნთებზე. პრობლემა უნდა გადაიჭრას რაც შეიძლება ადრე. კლინიკაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, მსგავს შემთხვევებში გამოიყენება საშოს პლასტიკა. ეს ოპერაცია არ არის საშიში ქალისთვის და არ იწვევს გართულებებს. კლინიკა „მედიში“ საშოს კუნთის კორექცია ტარდება ისეთი ანესთეზიით, რომელიც არანაირ უარყოფით ზემოქმედებას არ ახდენს გულსისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. უბრალოდ ყველაფერი, რაც ჭიპის ქვემოთ მდებარეობს, დროებით „ითიშება“, შემდეგ კი გამოცდილი სპეციალისტების ხელები ქმნიან საოცრებას და აბრუნებენ კუნთებს ნორმალურ მდგომარეობაში.

ოპერაციის შემდგომ თქვენი ორგანიზმი კვლავ იწყებს ნორმალურ ფუნქციონირებას, შეგიძლიათ სამუდამოდ დაივიწყოთ უსიამოვნო შეგრძნებები, თავი კი უფრო ახალგაზრდად იგრძნოთ. რაც მთავარია აღიდგენთ შარდის ბუშტის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხოლო სქესობრივი აქტი ისევ გახდება სასიამოვნო როგორც თქვენთვის, ასევე პარტნიორისთვისაც. ოპერაცია არ საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას, სახლში წასვლა შესაძლებელია უკვე მეორე დღეს, ტკივილის სინდრომი პრაქტიკულად არ აღინიშნება.

კლინიკა „მედიში“ ქალის ჯანმრთელობაზე პასუხს აგებენ მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებსაც გააჩნიათ მრავალწლიანი მუშაობის სტაჟი, საერთშორისო პრაქტიკა და პაციენტების მადლიერება.

allmedic