უსიამოვნო სუნი საშოდან - გამომწვევი მიზეზები
უსიამოვნო სუნი საშოდან - გამომწვევი მიზეზები
allmedic
უსიამოვნო სუნი საშოდან - გამომწვევი მიზეზები
უსიამოვნო სუნი საშოდან - გამომწვევი მიზეზები
უსიამოვნო სუნი საშოდან - გამომწვევი მიზეზები

პრობლემა, რომელსაც ერთხელ მაინც აწყდება ქალი ცხოვრებაში - უსიამოვნო სუნი საშოდან დიდ დისკომფორტს ქმნის და შეიძლება უხერხულ სიტუაციაშიც ჩაგაყენოთ. ამის გამომწვევი უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს.

 

ჰიგიენა

უპირველეს ყოვლისა, უსიამოვნო სუნი ჰიგიენას უნდა დავუკავშიროთ. ჰიგიენის არარეგულარულმა დაცვამ,  ცხადია, შეიძლება ამ პრობლემამდე მიგვიყვანოს. თუ თქვენ ინტიმურ ჰიგიენას დიდ ყურადღებას აქცევთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ საშოში ცხელი წყალი ან საპონი არ მოხვდეს. ამისთვის მხოლოდ თბილი წყალიც საკმარისია. წყლის ჭავლის მიმართულება წინიდან უკან უნდა იყოს, რათა უკანა ტანიდან ბაქტერიები არ გამრავლდეს. საშოს გამორეცხვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მას გინეკოლოგი დაგინიშნავთ.

 

მენსტრუაციის წინა პერიოდი

ასეთ დროს საშოდან გამოიყოფა სითხე, რომელსაც არასასიამოვნო სუნიც  შეიძლება ჰქონდეს. ეს ბუნებრივია და შიშის საფუძველი არ გაქვთ. თუმცა, მენსტრუაციის დროს პირადი ჰიგიენის სწორად დაცვა აუცილებელია.  ამ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს გარეთა სასქესო ორგანოებისა და თეთრეულის სუსუფთავე. მენსტრუაციისას ინფექცია ადვილად შეიძლება შეიჭრას საშვილოსნოს ყელში, აქედან კი საშვილოსნოს მილებში. ამის გამო შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს ანთება.

 

გამაღიზიანებელი საცვალი

ბამბის საცვლები თანდათან კარგავს პოპულარულობას. ხელოვნური ქსოვილი კი კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. თუ ასეთ საცვალში თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ, შეგიძლიათ ბამბის ტრუსი სახლში გამოიყენოთ. ასეთი ჩანაცვლებით ამ მიზეზით გამოწვეულ უსიამოვნო სუნს ნამდვილად აიცილებთ თავიდან.

 

გაციება

მენსტრუაციის წინ ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს. ასეთ დროს ადვილად შეიძლება ქალი გაცივდეს ან სურდო დაემართოს. უსიამოვნო სუნი შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტებმაც, რომლებსაც სურდოს საწინააღმდეგოდ მიიღებთ.

 

კიდევ რისი ბრალი შეიძლება იყოს შემაწუხებელი სუნი საშოდან?

  • ბაქტერიების გამრავლების;
  • ჰორმონალური ცვლილებების;
  • ინტიმური ადგილის გაღიზიანების;
  • დაავადებების (ბაქტერიული ვაგინოზი).

 

როგორ შეიძლება აიცილოთ თავიდან ტკივილი, წვის და ქავილის შეგრძნება საშოს არეში?

ყინულით! შეგიძლიათ ყინულის კუბით დაიმუშავოთ ეს ადგილი ცოტა ხნის განმავლობაში და წვის და ქავილის შეგრძნება გაქრება. ცხადია, შედეგი დროებითია და მისი გამომწვევი მიზეზები გინეკოლოგთან უნდა გაიგოთ. 

 

 

ანტიბაქტერიული თვისებებიდან გამომდინარე სუნის საწინააღმდეგოდ ვაშლის ძმარი ძალიან სასარგებლოა. შხაპის მიღებისას ვაშლის ძმრის გამოყენება უსიამოვნო სუნთან საბრძოლველად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური ხერხია. იგი, აგრეთვე, ვაგინალურ პლორას აღადგენს. შეურიეთ ორი ჭიქა ვაშლის ძმარი თბილ წყალში და ჩაწექით, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში. სწრაფი შედეგის მისაღებად ეს პროცედურა კვირაში რამდენჯერმე გაიმეორეთ. შეგიძლიათ ყოველდღიურად ერთი ჭიქა წყალიც დალიოთ 1-2 სუფრის კოვზ ვაშლის ძმართან ერთად.

 

ამ პრობლემის მოგვარებაში საჭმლის სოდაც დაგეხმარებათ. ეს პროცედურაც პირველის მსგავსად შეგიძლიათ გააკეთოთ. ნახევარი ჭიქა სოდა ჩაყარეთ თბილ წყალსი და 20 წუთის განმავლობაში გაჩერდით. გაიმშრალეთ სუფთა პირსახოცით. სოდა კარგია ინფექციების წინააღმდეგ და სუნსაც სწრაფად აქრობს.

 

 

უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ კიდევ ერთი კარგი საშუალება იოგურტია. იგი კარგად ებრძვის კანდიდოზურ ბაქტერიებს (ისინი კი საშოში სუნის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია). სასურველია, ყოველდღიურად ორი ფინჯანი უშაქრო იოგურტი მიიღოთ. ამისთვის სასარგებლოა პრობიოტიკური დანამატებიც.

 

სასურველ შედეგს მიიღებთ თუ ამ მიზნით გამოიყენებთ ჩაის ხის ზეთს. ერთ ფინჯან წყალს დაუმატეთ 3 წვეთი ზეთი. ეს ნაყენი გამოიყენეთ გარეთა სასქესო ორგანოს დასაბანად. პროცედურის გამეორება სასურველია კვირაში რამდენჯერმე. ჩაის ხის ზეთი საკმაოდ ძლიერი საშუალებაა, ამიტომ ერთ ჯერზე 2-3 წვეთზე მეტს ნუ გამოიყენებთ. უფრო მეტმა რაოდენობამ შეიძლება წვის შეგრძნება გამოიწვიოს.

 

უსიამოვნო სუნის პრობლემა შეიძლება უფრო მარტივადაც მოგვარდეს თუ თქვენს კვებით რაციონში ნიორს უფრო დიდი რაოდენობით შეიტანთ. ნიორი ორგანიზმს ინფექციებისა და ბაქტერიებისგან იცავს. შეგიძლიათ იგი მიიღოთ ცოცხლად ან შემწვარ მდგომარეობაში. ძალიან ეფექტურია, თუ უმ ნიორს უზმოზე შეჭამთ და ოდნავ თბილ წყალს მიაყოლებთ.

ნივრის გამოყენება სხვანაირადაც შეიძლება: მოათავსეთ მისი ნაწილი საშოში 1-2 საათის განმავლობაში. ეს პროცედურა დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე გაიმეორეთ, სანამ სუნი არ გაქრება. ბაქტერიებთან საბრძოლველად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხახვის წვენიც.  მისი შერევა სასარგებლოა ქოქოსის წვენთან და ვიტამინ E-სთანაც. 

allmedic