შეკრულობის სიმპტომები და პრევენცია
შეკრულობის სიმპტომები და პრევენცია
allmedic
შეკრულობის სიმპტომები და პრევენცია
შეკრულობის სიმპტომები და პრევენცია
შეკრულობის სიმპტომები და პრევენცია

შეკრულობა ეს არის რთული და დაგვიანებული დეფეკაცია. საშუალოდ ნაწლავების დაცლა უნდა ხდებოდეს დღეში ერთხელ, კვირაში სამჯერ. შეკრულობის დამახასიათებელი სიმპტომებია : მცირე რაოდენობით განავალის არსებობა, მისი სიმტკიცე და სიმშრალე, ძალდატანება დეფეკაციისას და საბოლოოდ არასრული დაცლის შეგრძნება.

ჯანმრთელ ადამიანში შეკრულობის მთავარ მიზეზად მიჩნეულია ერთფეროვანი საკვების მიღება (ცილოვანი საკვები). ასევე ყაბზობა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებებმა : კუჭის წყლულმა, ქრონიკულმა ქოლეცისტიტმა, სწორი ნაწლავის ნახეთქებმა, ასევე გარკვეული სახის მედიკამენტების მიღებამ.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის სიმპტომები, რომელიც დამახასიათებელია ყაბზობისთვის :

-         თავის ტკივილი;

-         შემაწუხებელი ძილი;

-         გაღიზიანებადობა;

-         მუცლის ტკივილი;

-         ხანგრძლივი დროსი განმავლობაში ცუდი ხასიათი.

ყველაზე აშკარა განგაშის სიგნალს გაძლევთ სისხლის გამოჩენა განავალში. თუ ის არის ალისფერი წითელი, მაშინ შეიძლება იყოს ბუასილი. ასეთ შემთხვევაშჲ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ექიმ - პროქტოლოგთან !

შეკრულობის პრევენციისთვის , თქვენ შეგიძლიათ :

-         მიიღოთ დღეში 2- 3 ლიტრი წყალი ან სითხე ;

-         ამოიღეთ საკვებიდან შემდეგი პროდუქტები : ბრინჯი, კაკაო, თეთრი პური, შოკოლადი, ყავა, ძლიერი ჩაი, რადგან ისინი არიან ყაბზობისთვის რისკ-ფაქტორები;

-         მიიღეთ : კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, მანდარინი, ლეღვი, თხილი, ვაშლი, ქლიავი და ატამი.

 

allmedic