
თმის ცვენისკენ მამაკაცები უფრო მიდრეკილნი არიან, ვიდრე ქალები. თუმცა, ყველა ადამიანის სურვილია, ძლიერი, ხშირი და მბზინავი თმა ჰქონდეს. თმის ცვენის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ვიტამინების ნაკლებობაა. თუ თქვენი თმა სუსტია და შესამჩნევად გცვივათ, პანიკაში ნუ ჩავარდებით. ქვემოთ მოცემულია ძირითადი მიზეზები, რაც ამ პრობლემას იწვევს.
თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები:
ფეხმძიმობა - ამ მიზეზით თმის ცვენა, როგორც წესი, მშობიარობის შემდეგ იწყება. ეს მოვლენა ორგანიზმში სტრესს და ჰორმონალურ ცვლილებებს იწვევს, რაც თმის ცვენით გამოიხატება. თუ ორგანიზმში სხვა პრობლემა არ არსებობს, ნუ შეშინდებით. თმა ნორმალურ მოცულობას რამდენიმე თვეში დაიბრუნებს.
ნებისმიერი ფიზიკური ტრამვა, ქირურგიული ჩარევა, ავადმყოფობა, თუნდაც სურდო - ამ ყველაფერმა შეიძლება თმის დროებითი ცვენა გამოიწვიოს.
თმას თავისი სასიცოცხლო ციკლი გააჩნია. მისი განვითარების ციკლი სამი სტადიისგან შედგება: ზრდის ფაზა, მოსვენების ფაზა და ცვენის ფაზა. სტრესულ სიტუაციაში მყოფი ადამიანის თმა ამ ფაზებს უფრო სწრაფად გადის და ცვენის ფაზა შედარებით მალე დგება. თმის დაკარგვა სტრესის მიღებიდან 3-6 თვის შემდეგ არის ხოლმე შესამჩნევი. როგორც კი ორგანიზმი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება, თმაც ჩვეულებრივად განაგრძობს ზრდას.
მამაკაცებში ემოციური მდგომარეობა უფრო მეტად მოქმედებს თმის სტრუქტურაზე, ვიდრე ფიზიკური.
სწორი კვება თმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანსაღი საკვები იმუნურ სისტემას აძლიერებს და თმის ღერს უფრო ძლიერს ხდის. თმის ცვენის შესაჩერებლად რაციონში შეიტანეთ შემდეგი საკვები:
როგორც ვიტამინების ნაკლებობა იწვევს თმის ცვენას, იგივე პრობლემა შეიძლება გაჩნდეს A ვიტამინის სიჭარბის დროს. თმის ცვენისას A ვიტამინით მდიდარ პროდუქტებს მოერიდეთ.
ივარჯიშეთ
რეგულარული ვარჯიში თმის ცვენასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. იგი ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად კარგი საშუალებაა მასაჟიც. მისი გაკეთება თავადაც შეგიძლიათ თითებით ან ჯაგრისით. მასაჟის მიმართულება საფეთქლებიდან ზევით უნდა იყოს, ხოლო შემდეგ -საფეთქლებიდან კეფისკენ.
თმის ცვენის საწინააღმდეგო უამრავი ნიღაბი და ნაყენი არსებობს, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია.
მოერიდეთ ისეთ პროცედურებს, რომლებიც თმის სტრუქტურას დააზიანებენ
ეს, განსაკუთრებით ქალებს ეხებათ - თავი შეიკავეთ თმის ქიმიური დახვევისგან, ხშირი შეღებვისგან. ფენით სისტემატიური გაშრობაც თმის სტრუქტურაზე ნეგატიურად აისახება. მნიშვნელოვანია, რომ შამპუნი, ლოსიონი, ბალზამი ყურადღებით შეარჩიოთ. სასურველია, თუ ისინი ერთი ფირმის იქნება.