რა არ უნდა გააკეთოთ 9 საათის შემდეგ
რა არ უნდა გააკეთოთ 9 საათის შემდეგ
allmedic
რა არ უნდა გააკეთოთ 9 საათის შემდეგ
რა არ უნდა გააკეთოთ 9 საათის შემდეგ
რა არ უნდა გააკეთოთ 9 საათის შემდეგ

ღამის მშვიდი, ღრმა ძილი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არასაკმარისი ძილის შემდეგ ადამიანი დაღლილობას გრძნობს, უქვეითდება შრომის უნარი, უხასიათოდა... ეს მხოლოდ გარეგნული სიმპტომებია. არასაკმარის ძილს გაცილებით სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ჯანსაღი ძილისთვის ხელისშემშლელი ბევრი ფაქტორი არსებობს. სტატიაში გაეცნობით რჩევებს, რა არ უნდა გააკეთოთ საღამოს 9 საათის შემდეგ.

 

მჭიდროდ მოჭერილი ბიუსჰალტერი

საერთოდ, ბიუსჰალტერის შერჩევა რთული პროცესია. მნიშვნელოვანია, იგი კარგად იყოს მორგებული თქვენს მკერდზე (იხ. სტატია: ბიუსჰალტერის სწორად შერჩევის წესები). ნებისმიერ შემთხვევაში, საღამოს 9 საათის შემდეგ მოიშორეთ ბიუსჰალტერი, რომელიც გიჭერთ! ეს სხეულის ტემპერატურას ზრდის და სხეულში სეროტონინის დონეს ამცირებს. ატარეთ რამე უფრო კომფორტული.

 

სიგარეტი

არც სიგარეტია ორგანიზმისთვის სასარგებლო, მაგრამ ძილის წინ მისი მოწევით სხეული კიდევ უფრო სუსტდება. დილით გადაღლილი გაიღვიძებთ და მთელი დღის განმავლობაში ენერგიის აღდგენა გაგიჭირდებათ.

 

ხორცი ვახშმად

ხორცი დიდი რაოდენობით შეიცავს პროტეინებს, რომელთა გადასამუშავებლადაც ორგანიზმს მეტი დრო სჭირდება. მშვიდი და ღრმა ძილისთვის სასურველია მსუბუქად ივახშმოთ.

 

სირბილი

ეს განსაკუთრებით ცუდი აზრია, თუ მენსტრუაციის პერიოდი გაქვთ. მართალია ზედმეტ კალორიებს დაწვავთ, მაგრამ მშვიდად გამოძინებაში ხელს ნამდვილად შეგიშლით. თქვენ წარმოიდგინეთ, ამას ჯობია, სამზარეულოში შეხვიდეთ და შოკოლადი მიირთვათ.

 

კამათი

არ აქვს მნიშვნელობა რაიმე სერიოზულ თემაზე იკამათებთ თუ საუკეთესო მეგობართან გაარჩევთ Backstreet Boys ჯობია თუ One Direction. ნებისმიერ შემთხვევაში ჰორმონების ცვლილება მშვიდად დაძინების საშუალებას არ მოგცემთ.

 

რომანტიკული კომედია

თუ მარტო ხართ, მაშინ მოგინდებათ რომანტიკულ პაემანზე წახვიდეთ რომელიმე სიმპატიურ მამაკაცთან ერთად. თუ არ ხართ შეყვარებული/ქმარი გყავთ, მაშინ მარტო ყოფნის სურვილი გაგიჩნდებათ. თუ დაკვირვებიხართ, ეკრანზე ხალხს უფრო საინტერესო და ამაღელვებელი ცხოვრება აქვს, ვიდრე თქვენ და არ აქვს მნიშვნელობა, მარტოხელა ხართ თუ არა. ეს მხოლოდ თქვენ არ გჭირთ. რეალური ცხოვრება ყოველთვის უფრო მოსაწყენია.

allmedic