
გინეკოლოგთან ვიზიტი ქალებისთვის უკანა პლანზეა გადასული, რადგან როგორც სტომატოლოგი, ასევე გინეკოლოგი უსიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს ქალის გონებაში. მაგრამ ამას თუ შეხედავთ, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა , პროცედურა არ იქნება დისკომფორტის შემქნმნელი.
საუკეთესო პერიოდი გინეკოლოგთან ვიზიტისთვის არის გაზაფხული, რადგან ამ დროს გამძაფრებულია ქრონიკული დაავადებები და იმუნური სისტემაც საკმაოდ დასუსტებულია. ექიმთან წასვლა უკეთესია მენსტრუაციის შემდეგ კვირაში, ამ დროს არის შესაძლებელი ყველაზე სრულყოფილი გამოკვლევა, მათ შორის კიბოს აღმოჩენაც. იმის მიუხედავად არის, თუ არა რაიმე პრობლემები და სიმპტომები აუცილებელია ციტოლოგიური ნაცხის აღება და გამოკვლევა წელიწადში რამდენჯერმე. ყველაზე ინფორმატიულია ანალიზის გაკეთება მენსტრუაციის შემდეგ.
არა არის რეკომენდირებული 2 საათით ადრე მოშარდვა და 1-2 დღით ადრე სქესობრივი ცხოვრება. თუ მკურნალობთ ანტიბიოტიკებით დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი 10 – 14 დღის შემდეგ.
როცა დაგეგმავთ გინეკოლოგთან ვიზიტს , ჩახედეთ თქვენს მენსტრუალურ კალენდარს, რადგან ზუსტად უთხრათ ექიმს მისი დაწყების და დასრულების დროის შესახებ.
მომზადების პერიოდში არ არის სავალდებულო იყოთ ძალიან ფრთხილად, უბრალოდ მიიღეთ შხაპი და ჩაიცვით სუფთა ტანსაცმელი. სასურველი იქნება თან წაიღოთ წინა გამოკვლევების შედეგები (იქნება ეს ლაბორატორიული კვლევები თუ ულტრაბგერითი გამოკვლევა) , დაალაგეთ ტვინში ყველა შეკითხვა , რაც გსურთ, რომ ექიმს დაუსვათ.
მთავარია გახსოვდეთ, რომ უფრო მარტივია თავიდან აიცილოთ ნებისმიერი დაავადება, ვიდრე მას უმკურნალოთ !