როგორ მოვუაროთ რუჯის შემდეგ დაზიანებულ და გამომშრალ კანს?
როგორ მოვუაროთ რუჯის შემდეგ დაზიანებულ და გამომშრალ კანს?
allmedic
როგორ მოვუაროთ რუჯის შემდეგ დაზიანებულ და გამომშრალ კანს?
როგორ მოვუაროთ რუჯის შემდეგ დაზიანებულ და გამომშრალ კანს?
როგორ მოვუაროთ რუჯის შემდეგ დაზიანებულ და გამომშრალ კანს?

გაირუჯეთ? ალბათ დამეთანმხმებით რომ ლამაზი, შოკოლადისფერი კანი ყველა ქალს უხდება. მიუხედავად დერმატოლოგების რჩევებისა და რეკომენდაციებისა, მაინც ვერ ვიძახით უარს ლამაზ, გარუჯულ კანზე და არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა გართულებები შეიძლება მოყვეს მას. რუჯის დროს სახის კანი შრება, კარგავს ელასტიურობას, ხდება კანის გაუწყლოვანება. ჩნდება ნაოჭები, ქვეითდება კანის ტონუსი. მოკლედ ჩვენი კანის სილამაზეს, მის სიჯანსაღეს ვწირავთ.

როგორ მოვიქცეთ? რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ლამაზი ფერის კანმა, მისი სიჯანსაღეც შეინარჩუნოს?

ალტერნატივა ნაპოვნია! და გამოსავალს კლინიკა “მედიში” იპოვით.  მზის სეზონის შემდეგ, კლინიკა სპეციალურ პროცედურებს გვთავაზობს, რაც მთავარია ძალიან დაბალ და მისაღებ ფასად! მხოლოდ 100 ლარად! შეგიძლიათ ჩაიტაროთ საუკეთესო პლაზმო და მეზო კოქტეილების პროცედურები. 

 

პლაზმოლიფტინგი 

   დღეისათვის PRP(თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა) – ტექნოლოგია ითვლება კანის დაბერების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ საშუალებად. ექიმის კაბინეტში პაციენტის ვენიდან მცირე რაოდენობის სისხლს იღებენ, სისხლიდან საკუთარი თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა გამოიყოფა.                              
   სახე არის შევსებული, ახალგაზრდა, უმჯობესდება ფერი და ლაგდება კანის პატარა დეფექტები. თან ეს ყველაფერი გვერდითი ეფექტების და ალერგიის გარეშე ხდება. ჩვენ ხომ მხოლოდ ჩვენ საკუთარ სისხლს მოვიხმართ. თრომბოციტებით გამდიდრებული "კოქტეილი", სტიმულს აძლევს ახალი კოლაგენის წარმოქმნას, რომელიც კანში მყარი კარკასის სახით ფორმირდება და აქრობს სიბერის ნიშნებს. ის "არმატურას" ჰგავს, რომელიც საიმედოდ იჭერს სახის ოვალს და ყელის ხაზს. 

 ამასთან, საკუთარი პლაზმის შეყვანით კანში აღდგება მიკროცირკულაცია, უმჯობესდება უჯრედული მეტაბოლიზმი და კანის კვება. სახე თითქოს შიგნიდან ბრწყინავს დასვენებულად და მოვლილად გამოიყურება. დამტკიცებულია, რომ პლაზმოლიფტინგი არა მარტო ლოკალურად მუშაობს კანის დონეზე, ასევე აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. იმუნური სისტემი სტიმულაციაა და მთელი ორგანიზმის რეგენერაცია იწყება პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ზუსტად ამ უჯრედშია უდიდესი საიდუმლო სარეაბილიტაციო და გამაახალგაზრდავებელი რესურსი. კანი მაშინვე ღებულობს ძლიერ ტალღას განახლებისკენ. საკუთარი ტრომბოციტები მომენტალურად შეიცნობა ორგანიზმის მიერ და მუშაობას საჭირო ზონაში იწყებს. პლაზმალიფტინგით გაახალგაზრდავება სახის, ხელების, დეკოლტის და ყელის არეში ერთ დღეში შეიმჩნევა.
 
 

 

მეზოთერაპია 

 კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მკურნალობის მეთოდია. პროცედურის დროს კანის ზედაპირულ შრეში შეყავთ ცალკეული პრეპარატები ან სპეციალური კოქტეილი. კოქტეილი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მცენარეულ ექსტრაქტებსა და ვიტამინებს, რაც კანის სტრუქტურას აუმჯობესებს. ინექციის შეყვანის დროს იზრდება სისხლის მიმოქცევა, და ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა. მეზოთერაპიის რამდენიმე პროცედურით უპრობლემოდ მოიცილებთ ყველაზე არასასურველ წვრილ ნაოჭებს, აღდგება სახის ოვალი, მოიმატებს კანის ელასტიურობა და კანი მიიღებს სასიამოვნო ელფერს და დაიშლება ცელულიტი.

 

კლინიკა „მედი“-ში სილამაზე მსხვერპლს არ მოითხოვს! 
ასე რომ, თამამად მიიღეთ რუჯი და მის შესანარჩუნებლად და დასატენიანებლად მიმართეთ კლინიკა მედის, სადაც მუდამ ზრუნავენ თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.

 

allmedic