
განვიხილოთ ასეთი შემთხვევა - კბილზე. თუ დიდი ხნის განმავლობაში გვაწუხებს ტკივლი და ვაიგნორებთ სიმპტომებს, ჩვები კბილი ექიმთან მისვლისას ამოსაღები გახდება. იგივე სიტუაციაა ჰემოროიდულ დაავადებებთან მიმართებაში. არავინ არ ჩქარობს ექიმთან მისვლას, განსაკუთრებით პროქტოლოგთან. ხალხი უბრალოდ იტანჯება და ელოდება , რომ მალე ყველაფერი გაივლის. როცა სიმპტომები უარესდება იწყებენ თვითმკურნალობას (ხალხური მეთოდებით, მალამოებით ან სანთლებით). ეს გრძელდება წლების განმავლობაში , მაგრამ სიმპტომები ამით არ უმჯობესდება. ეს საკმაოდ უხერხულია ! გახსოვდეთ , რომ თანამედროვე მედიცინა გაძლევთ იმის საშუალებას , რომ იმკურნალოთ ქირურგიული ჩარევის გარეშე! ეს მეთოდები იძლევა გარანტიას ჰემოროიდული დაავადების მკურნალობა მოხდეს ჰოსპიტალიზაციის და ოპერაციული ჩარევის გარეშე. კლინიკა „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია“ იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს - ლიგირების მეთოდს.
სიმპტომები, რომლის გაჩენისთანავე უნდა მიმართოთ უროლოგს :
1. დისკომფორტის შეგრძნება შორისის მიდამოში;
2. ქავილი, ტკივილი შარდვის დროს;
3. ცვლილებები სპერმის ფერის , სუნის, კონსისტენციის მხრივ;
რას გირჩევდით?
აუცილებლად მიდით ექიმთან- გინეკოლოგთან ან უროლოგთან თუ არ ხართ ნამყოფი უახლოესი 6 თვის განმავლობაში. თუ ხართ 30 წელზე მეტის აუცილებლად მიდით პროქტოლოგთან და დარწმუნდით, რომ არ გემუქრებათ სერიოზული პრობლემები სწორ ნაწლავთან მიმართებაში. განსაკუთრებით მაშინ არ გადადოთ ექიმთან კონსულტაცია, როცა შენიშნავთ რაიმე სიმპტომს. გახსოვდეთ ! დაავადების პრევენცია უფრო მარტივია, ვიდრე მისი მკურნალობა.