
როგორ უნდა მოემზადოთ პროქტოლოგთან ვიზიტისთვის?
მომზადება აუცილებელია ნაწლავების დასაცლელად (აცილებელია განახორციელოთ მარტივი მანიპულაციები) . არსებობს ნაწლავების დაცლის ორი საშუალება : საფაღარათო საშუალებები და ე.წ ოყნა. როდესაც ჩაეწერებით ექიმთან დეტალურად გაესაუბრეთ წინა მოსამზადებელ პერიოდზე, თუ რაიმე შეკითხვები გაგიჩნდათ საუბრის დასრულების შემდეგ აუცილებლად თავიდან გადაურეკეთ , რადგან არ ღირს ჯანმრთელობასთან ხუმრობა !
როდის უნდა მიაკითხოთ პროქტოლოგს ?
ჩამოგითვლით ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს :
1. ტკივილი ანუსის მიდამოში, განსაკუთრებით დიდი ხნის ჯდომის ან სიარულის შემდეგ;
2. ტკივილი დეფეკაციის დროს ან შემდეგ;
3. შეშუპება ანუსის მიდამოში;
4. სისხლის კვალის შემჩნევა ტუალეტის ქაღალდზე;
5. უცხო სხეულის შეგრძნება უკანა ტანის მიდამოში;
რამდენად სავალდებულოა პროქტოლოგთან ვიზიტი?
აღსანიშნავია, რომ სწორი ნაწლავის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია, ასე , რომ კითხვა საჭიროა თუ არა პროფესიონალის ჩარევა საკმაოდ სერიოზულად უნდა აღიქვათ. მსგავსი დაავადებები თავისით არ გაივლის და მკურნალობაც უფრო ადვილია ადრეულ ეტაპზე. აქედან გამომდინარე პირველი სიმპტომების შემჩნევისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს ! ასევე ჩვენი კვალიფიციური ექსპერტები გირჩევენ , რომ პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ერთხელ მაინც მიხვიდეთ პროქტოლოგთან ვიზიტზე.