
ქალების უდიდესი ნაწილი ფიქრობს , რომ არ არის საჭირო გინეკოლოგთან ვიზიტი და გამოკვლევების ჩატარება თუ არ ხედავს ამის აუცილებლობას . იმ შემთხვევაშიც კი , როცა სიმპტომები ჩნდება ქალებს ურჩევნიათ დაიწყონ თვითმკურნალობა, მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში ან გაიკითხონ მეგობრებში.
შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა ხდება ქალის ორგანიზმში გინეკოლოგიური ინსპექციის და ნაცხის გამოკვლევის გარეშე. ყველა ქალმა და ახაგაზრდა გოგონამ უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე (დაღლილობა, იზოლაცია შეიძლება იყოს გინეკოლოგიური დაავადების ერთ- ერთი სიმპტომი). მათი იგნორირება ხელს უწყობს დაავადების პროგრესირებას და რთულ ფორმებში გადასვლას.
მაგალითად განვიხილოთ დაავადება საშვილოსნოს ყელის ეროზია. ამ დაავადების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ გინეკოლოგთან კონსულტაციისას. თქვენ ნამდვილად ვერ შეძლებთ დაინახოთ პატარა , წითელი ლაქა. ეროზია ვითარდება სხვადასხვა მიზეზების გამო : მექანიკური დაზიანება, ჰორმონალური დისბალანსი ან ვირუსული დაავადებები (ჰერპესი, ქლამიდიოზი, HPV) . ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ანთებითი დაავადებები : ვაგინიტი, კოლპიტი.
მიზეზები, თუ რატომ ვითარდება ხანგრძლივი ეროზიები :
1. სქესობრივი პარტნიორის ხშირი ცვლილება ;
2. დაბალი იმუნიტეტი;
3. ენდოკრინული და ჰორმონალური დარღვევები;
როცა ქალს დაუდგინდება „საშვილოსნოს ყელის ეროზია“ იწყება ფიქრი და პანიკა. ეს არ გააკეთოთ , მთავარია დაავადება აღმოჩენილია და შეასძლებელია მისი განკურნება. კლინიკა „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას“ გამოცდილი ექიმები თანამედროვე მიდგომით და ტექნოლოგიებით დაგეხმარებიან დაავადების განკურნებაში.
ყველაზე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მათი რჩევა და გაიაროთ შემოწმება გინეკოლოგთან 6 თვეში ერთხელ !