რა არ უნდა ვკითხოთ ორსულს
რა არ უნდა ვკითხოთ ორსულს
allmedic
რა არ უნდა ვკითხოთ ორსულს
რა არ უნდა ვკითხოთ ორსულს
რა არ უნდა ვკითხოთ ორსულს

თუ ყოფილხართ ორსულად, მაშინ ამ კომენტარებიდან მინიმუმ ერთი მაინც გექნებათ მოსმენილი. ეს რეპლიკები საკმაოდ გამაღიზიანებელია, მაგრამ შეგვიძლია ამას იუმორითაც შევხედოთ. თუმცა, ჰორმონები  თავისას შვრება და იშვიათად შეგხვდებათ ორსული ქალი, რომელიც ამ უტაქტო კითხვებს უპასუხოს ქუჩასა თუ სუპერმარკეტში. წაიკითხეთ შეკითხვები და თუ საკუთარი თავი გაგახსენდებათ, გაითვალისწინეთ, რომ ასეთ თემებზე საუბარი არც ერთ ორსულს არ სიამოვნებს.

 

1.    შეიძლება, შენს მუცელს შევეხო?

თუ პასუხი დადებითია, მაშინ ფეხმძიმეს ცნობისმოყვარე მეზობლის ან შორეული ნათესავის ატანა მოუწევს, სანამ ეს უკანასკნელი მუცელზე ხელს მოუსვამს. ვინ იცის, დღეში რამდენს მოუნდება იგივე ,,პროცედურის’’ გამეორება?! თუ პასუხად, უარს მიიღებს, ორსული აუცილებლად გაიჭორება ცნობისმოყვარეების მიერ! ნებისმიერ შემთხვევაში უხერხული სიტუაცია იქმნება. თუ თუ იმდენად ახლოს არ ხართ რომ ასეთი სიტუაცია არ შეიქმნას, კარგი იქნება თუ თავს შეიკავებთ.

 

2.    იცი, რომ ეს მავნებელია ბავშვისთვის?

როგორც წესი, ასეთი რეპლიკები საჭმელთან დაკავშირებითაა ხოლმე. საერთოდ, ორსულები ასეთ საკითხებს ექიმთან ათანხმებენ და მშვენივრად იციან, რისი ჭამა შეიძლება და რისი - არა. ბოლოს და ბოლოს, მცირეოდენი ულუფა არც მას ავნებს რამეს და არც ბავშვს. ასეთი კომენტარით მას, უბრალოდ, გააღიზიანებთ.

 

3.    როდის ელოდები?

კითხვა, რომელზე ორსულები დღეში რამდენჯერმე პასუხობენ. გამორიცხული არცაა, რომ ერთმა და იმავე პიროვნებამ იგივე კითხვა ორ დღეში ერთხელაც დაუსვას, თითქოს ამით მზრუნველობას გამოხატავდეს. როგორ წესი, პასუხი მოკლე და ზოგადია ხოლმე: ,,მალე.’’

 

4.    მერე ვეღარც დაიძინებ...

ასეთი კომენტარი ხშირად რჩევას მოყვება ხოლმე: ,,დაისვენე, სანამ დრო გაქვს.’’ საერთოდ, ახალდაბადებულებს დღე-ღამეში 16 საათს მაინც სძინავთ და ამის შესახებ ორსულს აუცილებლად ეცოდინება.

 

5.    გოგო გეყოლება! ამის გაგება მუცელზე ერთი შეხედვითაც შემიძლია!

მერე რა, რომ ექოსკოპისტმა თქვა, ბიჭიაო. მთავარია, თვითონაა დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში.

 

6.    ისე გამოიყურები, თითქოს ახლა იმშობიარებ!

ძალიან ბედნიერი იქნება, თუ მისი ,,წინათგრძნობა’’ გამართლება და ორსული პირდაპირ მის წინ იმშობიარებს. ასე უფრო მეტი რამ ექნება მოსაყოლი მეგობრებისთვის.

 

7.    დარწმუნებული ხარ რომ მანდ მარტო ერთია?

შეიძლება ქალს მართლა დიდი მუცელი ჰქონდეს და ისიც გასაგებია, რომ ეს ხუმრობაა, მაგრამ ეს უკვე საკმაოდ მოძველებული ფრაზაა. თანაც შეიძლება ფეხმძიმე სულაც არ იყოს ხუმრობის ხასიათზე. ბოლოს და ბოლოს, დიდი მუცელი შემაწუხებელიცაა.

 

8.    უჰ, ეს სახელი არასდროს მომწონდა.

ბავშვის სახელს ყველა წყვილი გულმოდგინედ არჩევს. თუ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს, საერთოდ არ დააინტერესებთ რომ ამ სახელის მქონე ადამიანს ადრე იცნობდით და ის ახლა ციხეშია... რა საჭიროა ასეთი ნეგატიური და უსარგებლო კომენტარები?

 

9.    დაგეგმილი გქონდა დაფეხმძიმება?

შემდეგ შეკითხვა, თუ შეიძლება... 

 

10. დარწმუნებული ვარ, გოგო/ბიჭი გინდა.

ასეთი კომენტარი, როგორც წესი მაშინაა, როცა ორსულს საპირისპირო სქესის ბავშვი უკვე ჰყავს. დიახ, რატომ არ უნდა უნდოდეს ქალიშვილი ადამიანს, როცა ორი ბიჭი ჰყავს? ეს ხომ ისედაც ცხადია?!

 

11. ძუძუთი კვებაზე უნდა გყავდეს?

ასეთი ტიპის კითხვა ბევრნაირი შეიძლება იყოს: ,,ბუნებრივად უნდა იმშობიარო?’’ ,,გაზრდაში ვინ დაგეხმარება?’’ და ა.შ.

 

12. გინდა, რჩევა მოგცე?

პასუხის გაცემა საჭირო არაა - რჩევას ისედაც მისცემენ, მიუხედავად იმისა, საჭიროა ეს, თუ არა.

 

დაახლოებით ასეთია იმ კითხვების სია, რომლითაც შეიძლება ორსულს თავი მოაბეზრონ. 

allmedic